7! – სად ურტყამენ კოლუმბიელები?

Home აქეთურ-იქითური 7! – სად ურტყამენ კოლუმბიელები?
7! – სად ურტყამენ კოლუმბიელები?

No description available.არგენტინა-კოლუმბია 1:0…

ეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ბოლოდან მესამე ტურში. გოლი „ინტერის“ ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, არგენტინამ კი 29-ე წაუგებელი მატჩი ჩაატარა.

ჩანს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვა არგენტინაა, გამართული გუნდი.

კოლუმბიაზე კი ცალკე.

მსოფლიოზე გასვლის შანსი დარჩა, მაგრამ მცირე. საოცარია, მაგრამ კოლუმბიამ ზედიზედ 7 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი… ზედიზედ 7 და საუბარია რადამელ ფალკაო – დუვან საპატა – ხამეს როდრიგესის გუნდზე.

კონკრეტულად არგენტინასთან ბევრი შანსი არც ჰქონიათ, მაგრამ წინა მატჩებში ძალიან არ უმართლებდათ. მაგალითად, პერუსთან 30-ჯერ დაარტყეს კარისკენ და 0:1 წააგეს.

მართალია, ფალკაო ის ფალკაო აღარაა, მაგრამ „რაიო ვალეკანოში“ ასე თუ ისე შედეგიანია.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ