იტალიელი სპეციალისტი ანდრეა პირლო, შესაძლოა, ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი დამრიგებლის, ჟორჟე ჟეზუშის მუშაობით და მის ადგილზე მთავარ კანდიდატურად სწორედ პირლოს მოიაზრებს.
„ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, „სპორტნგისა“ და „პორტუს“ შემდეგ. ქვეყნის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა. ცხადია, ჟეზუშის გათავისუფლება სურთ, მაგრამ თავს იკავებენ, რადგან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევთ. ზაფხულში კი ის სავარაუდოდ ბრაზილიურ „ფლამენგოში“ გადავა.
ჯერჯერობით, პირლოს პირველი და ბოლო სამუშაო ადგილი ტურინის „იუვენტუსი“ გახლდათ, სადაც 2020 წლიდან მუშაობდა, მაგრამ ცუდი შედეგების გამო წლეულს, 28 მაისს დაითხოვეს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
