იტალიელი სპეციალისტი ანდრეა პირლო, შესაძლოა, ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი დამრიგებლის, ჟორჟე ჟეზუშის მუშაობით და მის ადგილზე მთავარ კანდიდატურად სწორედ პირლოს მოიაზრებს. „ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, „სპორტნგისა“ და „პორტუს“ შემდეგ. ქვეყნის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა. ცხადია, ჟეზუშის გათავისუფლება სურთ, მაგრამ თავს იკავებენ, რადგან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, სოლიდური კომპენსაციის გადახდა...
ჭდე: ჟორჟე ჟესუსი
მესის ეს გრძნობა საერთოდ არ აქვს
„ბენფიკას” მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა თქვა, რომ დიეგო მარადონა მსოფლიოს უდიადეს მოთამაშედ ფეხბურთისადმი ვნებამ, დაუცხრომელმა სიყვარულმა აქცია. შემდეგ კი პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა მარადონა დღევანდელ ვარსკვლავებს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა. „მარადონა პელესთან ერთად ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, — ბრძანა ჟესუსმა, — პელე კვლავ ჩვენთან არის, ცოცხალია, მარადონაზე კი უკვე წარსულში გვიწევს ლაპარაკი. მარადონას სიდიადე მხოლოდ მისმა სათამაშო...
გერმანელი პორტუგალიიდან გაქცევაზეა
25 წლის გერმანელი ნახევარმცველი იულიან ვეიგლი „ბენფიკადან” გაქცევას აპირებს. აგვისტოსდან ლისაბონის კლუბს 66 წლის ჟორჟე ჟესუსი უდგას სათავეში. მის ხელში ვეიგლმა სულ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთადერთხელ დაჰყო მოედანზე 90 წუთი. სააგენტო Sports eXcellence-მა, რომელთანაც ფეხბურთელს კონტრაქტი აკავშირებდა, მას პორტუგალიის დედაქალაქში დარჩენა ურჩია. ეს ყოფილი დორტმუნდელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც Sports eXcellence-ს გაექცა და...

