
9 წელი და 23 მატჩი ველოდით, როდის მოიგებდა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. კოსოვოში მოიგო – 2:1.
რაც შეეძლო ითამაშა. იყო მომენტები, სადაც 3 ქულა არ ჩანდა, მაგრამ ბოლოსკენ გუნდი თითქოს უფრო დალაგდა და ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა შეცვლაზე. თუ ბულგარეთთან ამხანაგურში გოლი არაფრისმომცემი იყო, ამჯერად – სამქულიანი გამოდგა
მანამდე მაგრად გაგვიმართლა – კოსოვომ დასაწყისში გოლი გვაქუჩა. მეკარე საკუთარ საჯარიმოში შეცდა და თორნიკე ოქრიაშვილმა ცარიელ კარში შეაგდო.
გამოჩნდა, რომ რაღაცეები შეძლებიათ. გამოჩნდა, რომ წიტაიშვილი უფრო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, ვიდრე სათადარიგო. გამოჩნდა, რომ უფრო მეტად შეძლებიათ ბურთის დაჭერა, შეტევაში გადასვლა. ამას გუნდი სამ დღეში ვერ ისწავლიდა. ალბათ არის ის ნიუანსები, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ უნდა დაინახოს ვილი სანიოლმა. თუ დარჩა დრო კიდევ დასაკვირვებლად…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
