საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. ჩვენები ჯგუფში მასპინძელ ნორვეგიასთან, უელსთან და კოსოვოსთან ერთად ასპარეზობდნენ.
ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველ ტურში 0:0 ითამაშა უელსთან, ხოლო შემდეგ 1:0 დაამარცხა კოსოვო. ნორვეგიასთან ბოლო ტურის მატჩი იყო დარჩენილი. მთავარი იყო, ქართველ ჭაბუკებს დიდი ანგარიშით არ წაეგოთ, ხოლო უელსს 7-ბურთიანი სხვაობით არ დაემარცხებინა კოსოვო…
საქართველომ 1:0 მოიგო და ჯგუფში პირველი აფგილი დაიკავა. გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა გიზო მამაგეიშვილმა.
სათქმელია ისიც, რომ გატანილი გოლის შემდეგ ჩვენების მეკარე ლუკა ხარატიშვილმა პენალტი მოიგერია.
ელიტ რაუნდი გაზაფხულზე გაიმართება. ევრო 2022-ის ფინალური ეტაპი კი ზაფხულში (18 ივნისი-1 ივლისი) სლოვაკეთში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
