ანდროს თაუნსენდი ამბობს, რომ მას კრიშტიანუ რონალდუ არ გამოუჯავრებია. ლაპარაკია „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ევერტონის“ ფრედ (1:1) დამთავრებული შეხვედრის იმ ეპიზოდზე რომელსაც ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ და სადაც თაუნსენდი „იუნაიტედის“ კარში გატანილ გოლს რონალდუს ცნობილი მანერით აღნიშნავს.
პორტუგალიელმა კი მეტოქის საქციელი როგორც ჩანს მაინც დაცინვად მიიღო და მატჩის დამთავრების შემდეგ, როდესაც თაუნსენდი მასთან მაისურის სათხოვნელად მივიდა, უარი უთხრა.
საინტერესოა, რომ კრიშტიანუ ამ დღეს სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. ის ურუგვაელი ედინსონ კავანის ნაცვლად 57-ე წუთზე შევიდა.
თაუნსენდმა მატჩის შემდეგ თქვა: „ეს კაცი ჩემი კერპია. მე მისთვის არ გამიცინია. პატივისცემა გამოვხატე იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ჩემს კარიერაზე გავლენა იქონია.
მე კრიშტიანუ რონალდუს ყურებაში გავიზარდე და მისი ტექნიკის ათვისების მიზნით მოედანზე საათები მაქვს გატარებული.
შეიძლება ზეიმისთვის მეტი დრო უნდა დამეთმო, რადგან მთლად კარგად არ გამომივიდა, მაგრამ რაც გავაკეთე კრიშტიანუს პატივსაცემად იყო. ჩემთვის მასთან ერთად მოედანზე ყოფნა დიდი პატივი გახლდათ“.
მოგვიანებით კი თაუნსენდმა ინსტაგრამზე რონალდუს მაისურის ფოტო დაპოსტა. პორტუგალიელს მაინც მიუცია თაყვანისმცემლისთვის სუვენირი.
„ყველა დროის საუკეთესოს მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემა“, — მიაწერა „ევერტონის“ ფეხბურთელმა პოსტს.
ანდროს თაუნსენდმა „კრისტალ პალასიდან“ „ევერტონში“ უფასოდ გადასვლის შემდეგ ახალი გუნდის შემადგენლობაში უკვე მეხუთე გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 09:56ალვარესის ამბავი გრძელდება
სიახლეები26/05/2026 | 08:50ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
