როგორც კი ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა, უკვე ნათელი გახდა, რომ კარგი დღე არ დაგვადგებოდა. ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან მოედანზე სამი დებიუტანტი იდგა. აქედან, გიორგი ზარია თავდასხმაში – ფეხბურთელი, რომელიც არც ამ პოზიციის არის და ბათუმის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდება.
კარგი იქნებოდა ჩვენი ნაკრების ისტორიის წიგნიდან პირველ ტაიმის ამოხევა შესაძლებელი რომ ყოფილიყო. ეს არ იყო ფეხბურთი. გუნდი უბრალოდ იდგა და ელოდა მეტოქე როდის გაუტანდა. ამ ყველაფერმა ის მოიტანა, რომ ესპანეთმა პირველ ტაიმში ივარჯიშა. ძალიან მარტივად, ოფლის გამოუსვლელად სამი გოლი შეაგდო და თამაში დაასრულა.
სანიოლმა მხოლოდ მაშინ „გარისკა“, როდესაც ესპანეთმა მეოთხედ გაუტანა გიორგი ლორიას. გაგიკვირდებათ და ამის შემდეგ სანიოლმა ჭკვიანური ცვლილებები გააკეთა, თუმცა, სხვა გზა არც ჰქონდა. ერთადერთი, ვისაც დამატებით შეეძლო თამაშის გაძლიერება, გიორგი წიტაიშვილი იყო, მაგრამ ის ამჯერად მოედანზე არ შეუშვეს. გიორგი მიქაუტაძე კი, ერთადერთი ფეხბურთელი გამოდგა, რომელმაც ყველაზე რეალური ხიფათი შექმნა ესპანელთა კართან.
აშკარად ვერ ვიტყვით, რომ ეს თამაში სანიოლის აქტივში უნდა ჩაიწეროს – ფრანგმა გამანადგურებელ წაგებას ხელი თამაშის დაწყებამდე მოაწერა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
