საქართველოს “რითეილ ასოციაციის”, “საქართველოს სამოყვარულო და კომპანიების სპორტის განვითარების ალიანსის” ორგანიზებით, “მასტერ ლიგის” და “საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის” მხარდაჭერით გამართული საფეხბურთო ტურნირი “რითეილ ასოციაციის თასი” “ნიკორას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მთელი ტურნირის განმავლობაში კომპანია “ნიკორას“ გუნდს არცერთხელ საეჭვო არ გაუხდია საკუთარი უპირატესობა და ფინალის ჩათვლით ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. გადამწყვეტ მატჩში „ნიკორამ“ „მაგნიტის“ გუნდს უკვე პირველსავე ტაიმში მოუმთავრა საქმე, როცა 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა შეკითხვას, თუ ვინ გახდებოდა ტურნირის გამარჯვებული. შეხვედრის მეორე ნახევარში ნიკორელები შედარებით დამშვიდდნენ, „მაგნიტმაც“ ცოტთი უფრო დამაჯერებლად იმოქმედა, უმცა ეს ყოველივე მხოლოდ იმაში გარდაისახა, რომ „მაგნიტის“ ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ შედეგიან დარტყმამდე მაინც ვერ მივიდნენ. თავის მხრივ, „ნიკორამ“ მეორე ტაიმში ერთი გოლი იკმარა, საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვა და „რეთაილ ასოციაცის თასის“ პირველი გამარჯვებული გახდა.

გაცილებით დაძაბული გამოდგა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშც  კომპანია “ზღაპარის” გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა “კარფური” და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

პირველი ტურნირი შედგა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ტურნირის მისია არის წაახალისოს კორპორატიული სპორტის განვითარება, გაზარდოს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების თანამშრომელთა ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობა, დანერგოს “აქტიური სამუშაო ადგილის” კონცეფცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცა.

წილი
წინა სტატიაოლიმპიადა მონდიალთან რას მოვა
შემდეგი სტატიაამერიკამ პრაიმ-ტაიმი შეირგო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...