
ანტუან გრიზმანის „ბარსელონადან” „ატლეტიკოში” გადასვლა ჩაიშალა. ასე წერს კატალონიური პრესა. მხარეები ფულზე ვერ შეთანხმდნენ. „ბარსას” არ უნდოდა ფრანგი საბაზრო ფასზე იაფად გაეყიდა, როგორც ეს ერთი წლის წინ ლუის სუარესის შემთხვევაში გააკეთა.
კიდევ, „ბარსელონას” სურდა გრიზმანში საული კი არა, სხვა ამპლუის ფეხბურთელი გაეცვალა. კატალონიურმა კლუბმა 21 წლის პორტუგალიელ ჟოაო ფელიპეს დაადო ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში „ბლაუგრანა” თანახმა იყო ფრანგის სანაცვლოდ „ატლეტიკოსთვის” საული და 20 მილიონი ევრო გამოერმია, რაზეც უკვე ლა ლიგის ჩემპიონმა თქვა უარი.
„ატლეტიკოს” 20 მილიონი ეძვირა. გარდა ამისა, მადრიდელებს არც გრიზმანის დიდი ხელფასის „აკიდება” ეხატებოდათ გულზე და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელმა ხელფასის შემცირებაზე წინასწარ გამოაცხადა თანხმობა.
თავის მხრივ არც საულს მოსწონდა ის ხელფასი, რომელსაც „კამპ ნოუზე” სთავაზობდნენ. ესპანელს პრემიერლიგიდან აქვს წინადადებები, ასე რომ თუ მაინცდამაინც ახალ კლუბში გადასვლაა, არჩევა შეუძლია.
საბოლოოდ, „ბარსელონა” და „ატლეტიკო” შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტა ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა.
ანტუან გრიზმანი, რომელიც ახლა „ბარსელონასთვის” ტვირთად იქცა, „კამპ ნოუდან” წასვლაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო თანახმა, თუკი მას „ვანდა მეტროპოლიტანოზე” დააბრუნებდნენ.
გამოსავალი? კატალონიელები იმედოვნებენ, რომ ფრანგს პრემიერლიგის რომელიმე კლუბი მოხიბლავს თავისი პირობებით. ამბობენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ყიდვა „ჩელსის” და „მანჩესტერ იუნაიტედს” უნდათ.
ინგლისს გარეთ, „იუვენტუსი” აკვირდება მოვლენებს, თუმცა ჯერ ეტყობა დიდად არ აქტიურობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
