ალმირონს არ ეპატია

Home კატეგორიის გარეშე ალმირონს არ ეპატია
ალმირონს არ ეპატია

Image result for jorge almironესპანურ პრიმერაში წაფორხილებასაც არავის პატიობენ, არათუ ხანგრძლივ კრიზისს.

მორიგი მსხვერპლი „ელჩეს“ მთავარი მწვრთნელი ხორხე ალმირონი შეიქნა. ალმირონი გუნდში გასული წლის აგვისტოში მიიწვიეს და პოსტზე სულ 24 მატჩის გამართვა მოასწრო. მის აქტივში 5 მოგება, 9 ფრე და 10 წაგება იყო. კლუბის ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა 21-ე ტურის შეხვედრაში „სელტასთან“ 1:3 მარცხმა აავსო.

ეს მიჯრით მე-12 მატჩი იყო მოგების გარეშე და ალმირონს კარისკენ მიუთითეს. „ელჩეს“ 21 ტურის შემდეგ სულ 18 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".