ახლა, სიტყვა „მანჩესტერ იუნაიტედზეა”. „ლივერპულს” შეეძლო საახალწლოდ ცხრილის სათავეში ხუთი ქულით დაწინაურებულიყო, მაგრამ ვაგლახ: ბოლო ოთხ დღეში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. თან, მეტოქეებად ჰყავდნენ „ვესტ ბრომვიჩი” და „ნიუკასლ იუნაიტედი”. პირველი მე-19 ადგილზეა, მეორე კი ცოტა მაღლა, მეთოთხმეტეზე.
თუ ცხრილში მერსისაიდელთა ფრეების გრაფას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ 6 წერია. ეს კი ბევრია. შედეგად, მდევრებს ხელ-ფეხი ხსნილი აქვთ.
„მანჩესტერ იუნაიტედი” ხვალ, 2 იანვარს „ასტონ ვილას” ეთამაშება. თუ სულშერის გუნდი გაიმარჯვებს, ოდინდელ მოქიშპეებს თამაშების და ქულების რაოდენობა გაუთანაბრდებათ და ლიდერი მხოლოდ გატანილ-გაშვებულთა ბალანსის მიხედვით დაიწერება.
„ნიუკასლისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში სტუმრებს უკეთესი საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ „ვესტ ბრომვიჩისა” არ იყოს, მეტოქე ამჯერადაც იმსახურებდა ფრეს. ასე მაგალითად, მეკარე კარლ დერლოუმ მოჰამედ სალაჰს ჩინებული შესაძლებლობიდან არ გაატანინა. კიდევ, „კაჭკაჭების” კარის მცველმა რობერტო ფირმინოს ორი თავური აუღო, შვეიცარიელმა მცველმა ფაბიან შერმა კი ბადეში მიმავალ ბურთს გადაუღობაა გზა.
და მაინც, ჯამში ეს იყო „ლივერპულის” წარუმატებლობა. მერსისაიდელებმა ვერ აჯობეს გუნდს, რომელსაც, ჩვეულებრივ, სიჩქარის გადართვის გარეშე სძლევენ ხოლმე.
და კიდევ, სტატისტიკა მეტყველებს, რომ „წითლებს” მიმდინარე სეზონში სტუმრად თამაში უჭირთ. მათ 14 შეხვედრიდან მხოლოდ ოთხი მოიგეს.
„ნიუკასლის” თავკაცი სტივ ბრუსი კი დღეს, 31 დეკემბერს, 60 წლის გახდა და „ლივერპულთან” ფრის გამო კრიტიკოსები ერთი-ორი დღით მაინც დაანებებენ თავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა