ამერიკული მედიის ცნობით, „ტორონტო რეპტორზმა“ ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონ როკეტსიდან“ გადასაბირებლად სოლიდური სატრანსფერო პაკეტი გაამზადა.
კანადური მხარე მზად არის ჰიუსტონელებს ჰარდენის სანაცვლოდ გამთამაშებელი კაილ ლოური, შემტევი მცველი ნორმან პაუელი და 2021, 2023 და 2025 წლების დრაფტის პირველი პიკი შესთავაზოს.
თავად ჰარდენს კი, „ბრუკლინ ნეთსში“ გადასვლა სურს და კლუბს აიძულებს ამ ვარიანტზე არც დაფიქრდეს
შეგახსენებთ, რომ „ჰიუსტონში“ წინა სეზონის შემდეგ ცვლილებები მოხდა. გამოცდილი მენეჯერი დერილ მური შედარებით გამოუცდელმა, რაფაელ სტონმა შეცვალა, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივენ საილასი ყველასთვის კარგად ნაცნობმა მაიკ დანტონმა ჩაანაცვლა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ