19-21 ნოემბერს, პრაღაში, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ცხადია, თუ კორონავირუსმა დაანება. საქმე ის არის, რომ ჩეხეთში 5 ნოემბრამდე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული და რა იქნება შემდეგ, არავინ იცის.
თუმცა, ჯერჯერობით, გრაფიკში ზის და პრაღაში 12 ქართველი ძიუდოისტი ჩავა. დელეგაცია თითქმის ცნობილია: ვაჟებში 9-დან 8 მონაწილე გარკვეულია, ქალებში – სამივე.
ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი (ორივე 81), ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100).
ქალთა შორის იჭიდავებენ: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52), მარიან ჯანაშვილი (52) და ეთერ ლიპარტელიანი (57).
როგორც ხედავთ, გასარკვევი მხოლოდ 73 კილოგრამ წონითი კატეგორიაში მონაწილე არის. თუმცა, არის შანსი, ჩვენებმა ეს წონა გამოტოვონ და სხვა წონაში დაამატონ მოჭიდავე. ნაკრების მწვრთნელებს გაორების უფლება ორ წონაში ისეც აქვთ და ეს უფლება 81-ში და მძიმეში გამოიყენეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
