ჭდე: ლუხუმ ჩხვიმიანი

Home ლუხუმ ჩხვიმიანი
მარგველაშვილმა ოქრო გაიხსენა
ჩანაწერი

მარგველაშვილმა ოქრო გაიხსენა

აბუ დაბიში დაწყებული გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს დელეგაციამ ოქროს მედალი ირგუნა. ვაჟა მარგველაშვილმა (66) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და წელს მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. პირველ თებერვალში იყო, როდესაც თელ ავივის გრანდ სლემი მოიგო. მარგველაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას ფრანგი რომარიკ ვენ-დიამ ბოუდას ძლევით შეუყვა; თურქ მუჰამედ დემირელთან ვაზარით კი ჩამორჩა, მაგრამ მეტოქე თავადაც ვაზარზე დააგდო და...

ლიპარტელიანი ვერცხლს დასჯერდა
ჩანაწერი

ლიპარტელიანი ვერცხლს დასჯერდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციის ყულაბაში მედალია… 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი ირგუნა. ჩვენებური ოქროსთვის ბრძოლაში იაპონელ მომო ტამაოკის დაეჭიდა და შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე შებოჭვაზე მოჰყვა. მანამდე ლიპარტელიანმა მასპინძელ შუქურიონ ამინოვას, ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასა და ტაიპეელ ჩენ-ლინგ ლიენს მოუგო. მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლუხიმ ჩხვიმიანსაც...

ორი ქართული ოქროდან ჩვენი ერთია
ჩანაწერი

ორი ქართული ოქროდან ჩვენი ერთია

თელ ავივის გრანდ სლემი ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროსა და ბრინჯაოს მედლით გახსნეს. ორივე მედალი 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ავიღეთ, ხოლო 60 კილოგრამში უმედლოდ დავრჩით. აქ ქართული ფესვების მქონე ლუკა მხეიძემ კი იპირველა, მაგრამ საფრანგეთის სახელით. დავუბრუნდეთ ჩვენს მედალოსნებს: ვაჟა მარგველაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას იტალიელი ფაბიო ბაზილეს დაიპონებით შეუყვა, ვისაც გერმანელ ლენარტ სლამბერგერი, ბულგარელი იანისლავ გერჩევი და...

დაიწყო და წააგო
ჩანაწერი

დაიწყო და წააგო

ტაშკენტში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. პირველ საჭიდაო დღეს ქართულთაგან ტატამიზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გავიდა და უმედლოდ დარჩა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჩხვიმიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მეტოქედ ებრაელ იამ ვოლცზაკი ჰაყვდა. ფავორიტად, ცხადია, ჩვენიანი მიიჩნეოდა, მაგრამ ჩხვიმიანმა წააგო. ქართველთაგან ტაშკენტის ტატამზე კიდევ 10 მონაწილეს ვიხილავთ: ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ტატო გრიგალაშვილი (81),...

ბუდაპეშტი, ვერცხლი, ბრინჯაო…
ჩანაწერი

ბუდაპეშტი, ვერცხლი, ბრინჯაო…

ბუდაპეშტის დიდი სლემი ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მედალი 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოვიპოვეთ, ხოლო 66 კილოგრამამდე წონაში ვაჟა მარგველაშვილი უმედლოდ დარჩა. ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალამდე ებრაელი ლიორ რაფაილოვი, მოლდოველი ალექსანდრუ ტირშინა, იტალიელი ანჯელო პანტანო და ყაზახ ბაიურზან ნარბაიევი დაამარცხა, მაგრამ ფინალი ბელგიელ იორ ფერსტრატენთან დათმო. თემურ ნოზაძემ ჯერ ბრიტანელი დილან...

დღე 1: ახლოს, მაგრამ უმედლოდ…
ჩანაწერი

დღე 1: ახლოს, მაგრამ უმედლოდ…

ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე პირველ დღეს მედალთან ყველაზე ახლოს ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე იყო. ჩვენებურმა საწყის ეტაპებზე ორი ეგვიპტელი – მოჰაბ სამერი 15:10 და ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა. ბაზაძემ მეოთხედფინალში სენსაციურად მოუგო ტურნირის მთავარ ფავორიტად მიჩნეულ, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ კორეელ სანგუკ ონს – 15:13 და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. სანდრო ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ...

ჩხვიმიანი ტიტულს ვერ დაიცავს
ჩანაწერი

ჩხვიმიანი ტიტულს ვერ დაიცავს

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუწია. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს უმასპინძლებს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოსიტებს. იქ უნდა ყოფილიყო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანიც (60კგ), მაგრამ ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. უნგრეთში ვერც ილია სულამანიძე წავა (100). მათ ნაცვლად გუჯეჯიანმა ნუგზარ ტატალაშვილსა(73) და ტატო...

ჩხვიმიანის ოქრო რუსეთიდან
ჩანაწერი

ჩხვიმიანის ოქრო რუსეთიდან

რუსეთის ქალაქ ყაზანში 5 მაისს ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. პირველ დღეს ქართველთაგან ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) გავიდნენ. აქედან მედალს მხოლოდ ჩხვიმიანი შესწვდა, ამასთან უმაღლესი ხარისხის. 60 კილოგრამი წონით კატეგორიის ფინალში ჩხვიმიანმა რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეს მოუგო. ფინალი დრამატული გამოდგა. ძირითადმა ხუთწუთეულმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ძიუდოისტებმა პირველ...

მასტერსი ბრინჯაოთი
ჩანაწერი

მასტერსი ბრინჯაოთი

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო ძიუდოს მასტერსი, სადაც საქართველოდან 15 სპორტსმენია – 13 ვაჟი და 2 ქალი. მასტერსის პირველ დღეს მხოლოდ ერთ მედალს გამოვრჩით. ბრინჯაოს მედალი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. ჩვენებურმა ჯერ რუსი მიხაილ პულიაევი დაამარცხა, შემდეგ ეგვიპტელი აჰმედ აბელრაჰმანი, მაგრამ ისრაელის წარმომადგენელი ბარუჩ შმაილოვთან დამარცხდა და ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძნო. მარგველაშვილმა ყაზახ...

ჩანაწერი

მასტერსმა საქართველოდან 16 დათვალა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ძიუდოისტები 2021 წლის პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე წარსდგებიან. ახალი სეზონი კი 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყება. ეს იქნება მასტერსის ტურნირი, სადაც თითოეული წონითი კატეგორიის 36 საუკეთესო ძიუდოისტი იასპარეზებს. ახალი რეიტინგის შედეგად კი პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამოსვლის უფლებას საქართველოდან 14 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტი მიიღებს. ვაჟებში – 60...