ტურინის „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელოს. 35 წლის პორტუგალიელის საკუთარ გუნდში ხილვა, პირადად „არისტოკრატთა“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს სურს და სატრანსფეროდ 120 მილიონი ევროს გადახდასაც არ დაზარდება.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს უკვე უთამაშაია პრემიერლიგაში. 2003-09 წლებში ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა. „იუვენტუსში“ კი 2018 წლის ზაფხულში 117 მილიონ ევროდ გადავიდა მადრიდის „რეალიდან.“ ტურინულ კლუბთან მას ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში კრიშტიანუმ 22 მატჩში 21 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.