


ფიფა 1970 წელს მექსიკაში გამართული მონდიალის 50-წლისთავს აღნიშნავს.
ფიფამ იხუმრა და twitter-ის გვერდზე თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავების რეტროფოტოები დადო. ორგანიზაციამ გვიჩვენა, თუ როგორები იქნებოდნენ არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი, ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი და მისივე თანაგუნდელი, ფრანგი შემტევი კილიან მბაპე 70-იან წლებში.
შეგახსენებთ, რომ მექსიკაში გამართული 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში 4:1 დაამარცხა იტალია. მესამე ადგილზე ურუგვაის დამმაცხებელი (1:0) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები გავიდა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
