სანამ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის შედეგებს გაეცნობით, წარმოიდგინეთ, თქვენ ვის დაასახელებდით მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გავლენიან ადამიანად.ლეო მესის? კრიშტიანუ რონალდუს? პეპ გვარდიოლას? იქნებ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს? ან სულაც „რეალის“ თავკაც ფლორენტინო პერესს?
არამც და არამც. ფრანგული ჟურნალის ვერსიით, მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე წონადი ფიგურა პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი გახლავთ.
გარდა ფრანგული კლუბისა, ალ-ხელაიფი ყატარულ ტელეკომპანია beIN Media Group-ს ხელმძღვანელობს და ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგკომიტეტს კურირებს. აღარაფერს ვამბობთ საინვესტიციო ჯგუფზე, რომელიც სრულად ფლობს პსჟ-ს.
წარსულში არცთუ კარგმა ჩოგბურთელმა (საუკეთესო ადგილი რეიტინგში – 995) ფეხბურთში დიდი მარიფათი გამოავლინა. იმდენად დიდი, რომ სექტემბერში შვეიცარიული სასამართლოს წინაშე წარსდგება. ამ ქვეყნის გენერალური პროკურატურა მას ფიფას ყოფილი გენმდივნის ჟერომ ვალკეს კორუფციული გარიგებისკენ ბიძგებაში სდებს ბრალს.
თავად ვალკე საბუთების გაყალბებასა და კორუფციაშია ბრალდებული. საქმე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატებისა და კონფედერაციის თასებზე ტელეუფლებების გაყიდვას.
ვერაფერს იტყვი – მართლაც მასშტაბური ფიგურაა.
„ფრანს ფუტბოლი“ სრულ რეიტინგს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ჯერჯერობით კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყველაზე გავლენიანთა სამეულში ჯანი ინფანტინო და კრიშტიანუ რონალდუც მოხვდნენ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
