მარიო გიოტცეს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება. კლუბმა კი 27 წლის გერმანელს ერთი თვის წინ აცნობა, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებს, ანუ სამომავლო გეგმებში არ შედის.
ახლა კი გერმანული საიტები გადაწყვეტით წერენ, რომ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებით მარიო გიოტცე ზაფხულიდან „ლევერკუზენში“ ითამაშებს, თუმც კლუბებს ახალი ამბავი ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.
ისე, სად ახლანდელი და სად 2011-2014 წლების გიოტცე… სულ რომ არაფერი, ამ ფეხბურთელს ერთი ისეთი გოლი აქვს გატანილი, ბევრის მთელ კარიერას გადასწონის: მონდიალის ფინალი, გერმანია-არგენტინა, 113-ე წუთი. იმ დროს 0:0 იყო და მარიოს ეფექტურმა დარტყმამ ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა. ერთ-ორ ლამაზ გოლს გიოტცე, ალბათ, „ლევერკუზენის“ სასარგებლოდაც გაიტანას, მეტის რა მოგახსენოთ…