საბურთალო ცეცაძეს ესპანურად გაეყარა

Home კატეგორიის გარეშე საბურთალო ცეცაძეს ესპანურად გაეყარა
საბურთალო ცეცაძეს ესპანურად გაეყარა

ხდება ხოლმე, მაგრამ იშვიათად… მწვრთნელი გუნდიდან მოსამზადებელი ეტაპისას წავიდეს. მაგალითად, თბილისის „დინამოში“ იყო რამდენიმე წლის წინ და თუ კარგად მახსოვს, ისიც ესპანეთში… ალექს გარსიამ დატოვა მაშინ გუნდი და გიორგი დევდარიანი მივიდა.

ესპანეთში დაშორდნენ ერთმანეთს საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი „საბურთალო“ და ერთი თვის დანიშნული მწვრთნელი გია ცეცაძეც. კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს! ამის უკვე კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ.

რა გახდა გუნდიდან გია ცეცაძის წასვლის ზუსტი მიზეზი, ჯერ უცნობია… ისე, ამობებენ, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ვერ ააწყოო.

დღეს „საბურთალო“ ესპანურ ალკოიანოს ხვდება და გუნდს გამოცდილი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე  თავკაცობდა ამ გუნდს. მომავალში ვინ იქნება მწვრთნელი, ჯერ უცნობია.

გუნდი ესპანური შეკრებიდან 14 თებერვალს დაბრუნდება.

 

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.