ხდება ხოლმე, მაგრამ იშვიათად… მწვრთნელი გუნდიდან მოსამზადებელი ეტაპისას წავიდეს. მაგალითად, თბილისის „დინამოში“ იყო რამდენიმე წლის წინ და თუ კარგად მახსოვს, ისიც ესპანეთში… ალექს გარსიამ დატოვა მაშინ გუნდი და გიორგი დევდარიანი მივიდა. ესპანეთში დაშორდნენ ერთმანეთს საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი „საბურთალო“ და ერთი თვის დანიშნული მწვრთნელი გია ცეცაძეც. კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს...
