ხდება ხოლმე, მაგრამ იშვიათად… მწვრთნელი გუნდიდან მოსამზადებელი ეტაპისას წავიდეს. მაგალითად, თბილისის „დინამოში“ იყო რამდენიმე წლის წინ და თუ კარგად მახსოვს, ისიც ესპანეთში… ალექს გარსიამ დატოვა მაშინ გუნდი და გიორგი დევდარიანი მივიდა.
ესპანეთში დაშორდნენ ერთმანეთს საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი „საბურთალო“ და ერთი თვის დანიშნული მწვრთნელი გია ცეცაძეც. კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს! ამის უკვე კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ.
რა გახდა გუნდიდან გია ცეცაძის წასვლის ზუსტი მიზეზი, ჯერ უცნობია… ისე, ამობებენ, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ვერ ააწყოო.
დღეს „საბურთალო“ ესპანურ ალკოიანოს ხვდება და გუნდს გამოცდილი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე თავკაცობდა ამ გუნდს. მომავალში ვინ იქნება მწვრთნელი, ჯერ უცნობია.
გუნდი ესპანური შეკრებიდან 14 თებერვალს დაბრუნდება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
