VAR ტექნოლოგიის შემოღების შემდეგ გარკვეული წინააღმდეგობრივი მომენტების ანალიზი გამარტივდა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის უდავოდ დადგენა მაინც რთულია. მოქმედი წესების წინააღმდეგ უკვე ღიად გაილაშქრა „ლივერპულის“ დამრიგებელმა იურგენ კლოპმა.

„მხარს ვუჭერ FIFA-ს და UEFA-ს იდეას თამაშგარე მდგომარეობის წესის გამარტივების შესახებ. მის დანერგვას დიდი დრო არ დასჭირდება. თორემ რა გამოდის: ნახევარი საათი სჭირდება იმის გარკვევას, დარჩა თუ არა ფეხბურთელს ფრჩხილები თამაშგარეში,” – განაცხადა 52 წლის გერმანელმა.

ცოტა ხნის წინ UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გამოთქვა მოსაზრება, თამაშგარეს „დერეფანი“ 20-30 სანტიმეტრით განისაზღვროსო.

FIFA-ში ფიქრობენ, რომ თამაშგარეს დაფიქსირებისთვის ფორვარდი არამხოლოდ მთელი სხეულით უნდა იყოს ბოლო მცველზე წინ – მათ შორის „ღიობი“ აშკარად უნდა ჩანდეს.

დაველოდოთ. ცვლილება არამხოლოდ წინააღმდეგობრივ საკითხებს მოაგვარებს, შედეგიანობაზეც აისახება და შესაბამისად, მატჩების სანახაობრივ მხარესაც მნიშვნელოვნად გაზრდის.