FIFA-მ ონლაინ-რეჟიმში წლის საუკეთესოები დაასახელა და ლაურეატები მწვრთნელების, კაპიტნებისა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად აარჩია. საქართველოდან მონაწილეობა „სარბიელმა“ მიიღო, რომელმაც ტრადიციულად, საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის არჩევის უფლება ჰქონდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც პრიზისთვის ბრძოლა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის მოუგო. აღსანიშნავია, რომ…
კორონავირუსის პანდემიამ სპორტული აქტივობები სრულიად შეცვალა. როგორც უკვე იცით, ერთი წლით გადავადდა ამ ზაფხულს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო. ახლა, Covid 19 მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსაც შეეხო. FIFA-მ ღიად გამოაცხადა, რომ მუნდიალის შესარჩევი მატჩები აზიის ზონაში, რომლებიც წლეულს უნდა ჩატარებულიყო, საგაისოდ გადაიდო. აზიური შესარჩევის მე-2 რაუნდის…
საკალათბურთო ЦСКА-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში, თორნიკე შენგელიაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას ახსენა, ნაკრებში იმ შემთხვევაში გავუშვებთ, თუკი სანაკრებო მატჩი საკლუბოს არ დაემთხვევაო. „თორნიკე შენგელიასთან ვისაუბრეთ და სანაკრებო მატჩებზე მის გაშვებაზე თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, არის ერთი პირობაც: ნაკრების მატჩები ზუსტად იმ დღეს არ უნდა ემთხვეოდეს, როდესაც ცსკა ევროლიგაში თამაშობს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი თავად კალათბურთელის გადასაწყვეტი…
სიახლე ფიფასგან: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა წლეულს 29 ნოემბერს გაიმართება. სად, ჯერ უცნობია. ევროპისთვის 13 ადგილია გამოყოფილი და ჩვენ უპირველესად სწორედ ევროპული ზონა გვაინტერესებს. ამ 13-ში სავარაუდოდ რუსები არ იქნებია… ევროპის 55 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება (5 ხუთგუნდიანი და 5 ექვსგუნდიანი). პირველადგილოსნები პირდაპირ გავლენ მუნდიალზე. დანარჩენი სამი ადგილი კი, აი, როგორ გათამაშდება: 10 მეორადგილოსანს…
VAR ტექნოლოგიის შემოღების შემდეგ გარკვეული წინააღმდეგობრივი მომენტების ანალიზი გამარტივდა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის უდავოდ დადგენა მაინც რთულია. მოქმედი წესების წინააღმდეგ უკვე ღიად გაილაშქრა „ლივერპულის“ დამრიგებელმა იურგენ კლოპმა. „მხარს ვუჭერ FIFA-ს და UEFA-ს იდეას თამაშგარე მდგომარეობის წესის გამარტივების შესახებ. მის დანერგვას დიდი დრო არ დასჭირდება. თორემ რა გამოდის: ნახევარი საათი სჭირდება იმის გარკვევას, დარჩა თუ არა ფეხბურთელს…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes