მაგარი ამბავი: საქართველოს რეგიონული ლიგის ზედა ჯგუფში სამი წლის წინ შექმნილმა „თბილისმა“ ერთ დროს უმაღლესლიგელ გურჯაანის „ალაზანს“ 9:1 მოუგო, აქიდან ექვსი გოლი გოლი კი… მეკარემ გაიტანა!!!
ფრიად უცნაურ შემთხვევასთანაც გვაქვს საქმე: დევი გაბიჩვაძე „თბილისის“ მეკარეა და „ალაზანამდე“ წინა ტურში „კოლხთან“ (8:0) სამი გოლი მიითვალა…
დიახ, 25 წლისაა და ამ სეზონს თუ არ ჩავთვლით, თითქმის სულ მეკარედ იდგა. დევი თავდასხმაშიც კარგად თამაშობს და იმის გამო, რომ თბილისს წინ უფრო უჭირდა, ვიდრე კარში, თანაც ფეხბურთელების დეფიციტი იყო, გაბიჩვაძეს ბოლო დროს შეტევაში ათამაშებენ. კარში სხვა დგას – ლუკა მიქაძე. გაბიჩვაძესაც გააქვს და გააქვს, ამ სეზონში გუნდის მთავარი მეგოლეა.
„თბილისს“ ახალგაზრდა ლევან მარშანიშვილი წვრთნის და დევის წინ დაყენება მისი გადაწყვეტილებაც იყო…