გახსოვთ გენიალური ჯორჯ ვეა? „მონაკოში“, „მილანში“ და პსჟ-ში ბურთაობით დაგვამახსოვრა თავი, უამრავი პერსონალური პრიზი მოიგო და მათ შორის უმთავრესი: 1995 წელს ვეა პირველი არაევროპელი შეიქნა, ვინაც „ოქროს ბურთის“ ირგუნა.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ვეამ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და მშობლიურ ლიბერიაში ერთერთ გავლენიან ფიგურადაც იქცა. უახლოესვე არჩევნებზე ლიბერიელებმა ვეა პრეზიდენტად აირჩიეს.
ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაუმჯობესება და კორუფციის დამარცხება მისი მთავარი დაპირება იყო. საერთაშორისო თანამეგობრობაც გვერდში დაუდგა და ყოველ ლიბერიელზე წლიურად 360 დოლარი დოტაცია გამოიყო. მაინც არაფერი გამოვიდა.
ერთ დროს საყვარელი ფეხბურთელი საძულველ პოლიტიკოსად იქცა. დღეს ლიბერია საყოველთაო პროტესტის რეჟიმში ცხოვრობს:
„გადადგეს ჯორჯ ვეა!“
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
