ოქროს შტატი აღარ არის!

Home აქეთურ-იქითური ოქროს შტატი აღარ არის!
ოქროს შტატი აღარ არის!

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, დაცხა. რამდენიმე ისეთი გაცვლა მოხდა, კარდინალურად რომ შეცვლის ძალთა ბალანსს.

კევინ დიურანტი „ნეთსში“ გადაბარგდა, კავაი ლეონარდი – „კლიპერსში“, დემარკუს კაზინსი და დევისი „ლეიკერსში“. ეგ იყო და ეგ.

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ეპოქა დასრულდა.

საბუკმეიკერო კანტორებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს ცვლილებებზე და მომავალი სეზონის ფავორიტთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. ლოს-ანჯელეს კლიპერსი
  2. ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
  3. მილუოკი
  4. ფილადელფია
  5. ჰიუსტონი
  6. გოლდენ სტეიტი