ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, დაცხა. რამდენიმე ისეთი გაცვლა მოხდა, კარდინალურად რომ შეცვლის ძალთა ბალანსს. კევინ დიურანტი „ნეთსში“ გადაბარგდა, კავაი ლეონარდი – „კლიპერსში“, დემარკუს კაზინსი და დევისი „ლეიკერსში“. ეგ იყო და ეგ. „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ეპოქა დასრულდა. საბუკმეიკერო კანტორებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს ცვლილებებზე და მომავალი სეზონის ფავორიტთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ლოს-ანჯელეს კლიპერსი [...]
