ჭდე: კავაი

Home კავაი
ოქროს შტატი აღარ არის!
ჩანაწერი

ოქროს შტატი აღარ არის!

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, დაცხა. რამდენიმე ისეთი გაცვლა მოხდა, კარდინალურად რომ შეცვლის ძალთა ბალანსს. კევინ დიურანტი „ნეთსში“ გადაბარგდა, კავაი ლეონარდი – „კლიპერსში“, დემარკუს კაზინსი და დევისი „ლეიკერსში“. ეგ იყო და ეგ. „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ეპოქა დასრულდა. საბუკმეიკერო კანტორებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს ცვლილებებზე და მომავალი სეზონის ფავორიტთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ლოს-ანჯელეს კლიპერსი [...]

საით კავ?
ჩანაწერი

საით კავ?

ისტორიაში პირველად „ტორონტო“ გააჩემპიონა. ლეგენდებს გვერდით დაუდგა და იმ დიადებს შეუერთდა, ფინალების MVP-ის წოდება ორ სხვადსხვა გუნდში რომ მოიპოვეს. ორი საჩემპიონო ბეჭედი „სან ანტონიოსა“ და „ტორონტოში“ და ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელი NBA-ში. ეს კავაი ლეონარდი გახლავთ. ის თავისუფალი აგენტია. კანადელები მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობენ, ლოს ანჯელესურ გუნდებს კი ვერ აჩერებენ, „კლიპერსი“ და „ლეიკერსი“ ამ ვარსკვლავის ხელში [...]

მუშტი და დურანტულა
ჩანაწერი

მუშტი და დურანტულა

სტეფ კარი კანადური მონსტრის წინაშე მარტო აღმოჩნდა. საშინაო კედლებში, მაშინ როცა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში „გოლდენ სტეიტი“ „ტორონტოსთან“ 2:3 აგებდა, ჩემპიონმა ლიდერები – კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი დაკარგა. დურანტულას ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას მთელი მომავალი სეზონის გამოტოვება მოუწევს. მეტიც, მას კარიერის დასრულების საფრთხეც კი ემუქრებოდა. ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილმა კარიმ კი კავაის და ბიჭებს [...]