ნახევარი საბურთალომ მოიგო

Home დავთარი ნახევარი საბურთალომ მოიგო
ნახევარი საბურთალომ მოიგო

მეორე წრეც დასრულდა

ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, „საბურთალომ“ ამჯერადაც პირველ ადგილზე დაამთავრა წრე. საბურთალოელებმა „სიონს“ 2:1 მოუგეს.

ბათუმი (მუქ მაისურებში) მატჩის ბოლოსკენ გატყდა

ბათუმის „დინამომ“ კი 88-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძისგან. ამისდაკვალად, ორტურიანი ლიდერობა თბილისელებს გადაულოცა. ბათუმელებმა მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ წააგეს.

სხვათა შორის, „ლოკომოტივი,“ რომელმაც ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი (ზედიზედ 5 წაგება სტარტზე), ბოლო დროს მოყოჩაღდა, ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და ცხრილშიც მეხუთე ადგილზე დადგა.

„ტორპედო“და ბევრი გოლი

დინამომ უხერხულ მეტოქეს მინიმალური სხვაობით აჯობა

წინა მიმოხილვაშიც ვწერდით და „ტორპედომ“ უხვგოლიანი მატჩები ერთიმეორეს მიაყოლა. ასე იყო ამჯერადაც. მე-18 წუთისთვის, იმერულ დერბიში, ტორპედოელები უკვე 4:0 იგებდნენ. მერე კინაღამ სასწაული მოხდა, საჩხერელებმა სამი საპასუხო ბურთი გაიტანეს და ვითარება დაიძაბა. თუმცა, ზემოიმერლებს „დაბრუნება“ მაინც არ გამოუვიდათ. ბოლოსკენ ვაჟა ტაბატაძემ მეხუთეც შეაგდო და ვნებათაღელვა დაახცრო.

სხვათა შორის, საჩხერელებმა ბოლო 4 შეხვედრაში მესამედ წააგეს.

ვიტ ჯორჯია – 7 წაგება ბოლო 8 მატჩში

„დინამოს“ აუტსაიდერთან ძალიან გაუჭირდა. „ვიტ ჯორჯია“ კრიზისში კია, მაგრამ „დინამოს“ ლამის ტოლ-სწორად ეთამაშა და რომ არა ლევან შენგელიას ოსტატობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

ბოლო წუთზე თბილისელთა 23 წლის ნახევარმცველმა, უკვე „საფირმოდ“ ჩამოყალიბებული დარტყმა შესარულა – საჯარიმოს სიახლოვესთან, ცაციათი შორეულ მაღალ კუთხეში.

მესამე წრის პირველ სათამაშო დღეს კი ლიდერთა შეხვედრა გველის: „მიხეილ მესხზე,“ „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.

მე-18 ტურის შედეგები

რუსთავი 2:1 დილა

1:0 პაატა კიტეიშვილი (25), 2:0 ყიფიანი (41), 2:1 ნონიკაშვილი (77)

საბურთალო 2:1 სიონი

1:0 ზარქუა (25, საკ. კარში), 2:0 გორგიაშვილი (65), 2:1 კირკიტაძე (78)

ტორპედო 5:3 ჩიხურა

1:0 ქიმაძე (2), 2:0 სარადლიშვილი (4, საკ. კარში), 3:0 ქიმაძე (7), 4:0 დოლიძე (18), 4:1, 4:2 მახარობლიძე (23, 62), 4:3 ჩიკვაიძე (64), 5:3 ტაბატაძე (85)

ლოკომოტივი 1:0 ბათუმი

1:0 სიხარულიძე (88)

დინამო 2:1 ვიტ ჯორჯია

1:0 ივანისენია (14), 2:1 მოსიაშვილი (42), 2:1 შენგელია (90)

სატურნირო მდგომარეობა

[table id=33 /]

მე-19 ტური

22 ივნისი: ტორპედო – სიონი, ლოკომოტივი -რუსთავი, საბურთალო – ბათუმი

23 ივნისი: დინამო – ჩიხურა, დილა – ვიტ ჯორჯია

მეგოლეები:

ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) – 10

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.