დიადების ომი

Home კატეგორიის გარეშე დიადების ომი
დიადების ომი

 როჯერ ფედერერს უფრო ახლო მეგობარი კორტზე კოლეგებს შორის არავინ ჰყავს, ვიდრე თანამემამულე სტას ვავრინკა.

ისე მოხდა, რომ ისინი „როლან გაროსის“ მეოთხედფინალში ერთმანეთს გადაეყარნენ და ვავრინკამ ისევ დააწყვიტა ნერვები. როჯერმა 7:6, 4:6, 7:6, 6:4 მოიგო. მეოთხე სეტში თამაში თავსხმა წვიმის გამო შეჩერდა, მაგრამ ეს სულაც არაა მთავარი. ნახევარფინალში ფედერერი რაფა ნადალს დაეჯახება, რომელმაც, თავის მხრივ, კეი ნიშიკორის ჩოგბურთი შეაზიზღა – 6:1, 6:1, 6:3.

ვინც სხვა სპორტს უფრო პატივს სცემს, იმათთვის ვიტყვით, რომ ამათი ჯახი საფეხბურთო „რეალი“ – „ბარსაელონაა“, ფორმულას შუმახერი-ბარიკელო ანაც NBA-ს ძველებური „ლეიკერსი“-„სელტიკსია“.

წინ კლასიკა გველოდება. ისიამოვნეთ დიადთა ომით…

მეორე ნახევარფინალის მონაწილეებს კი მეოთხედფინალში ნოვაკ კოკოვიჩი ალექსანდრ ზვერევთან, ხოლო დომენიკ ტიმი რუსს კარენ ხაჩანოვთან გაარკვევს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".