თანამედროვე ჩოგბურთის სამმა ლეგენდამ მოწინავე ასეულის წევრ კოლეგებს მიმართა. ნოვაკ ჯოკოვიჩის, რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის იდეა მარტივია: დაეხმარონ რეიტინგში დაბალ საფეხურებზე მდგომ ჩოგბურთელებს, კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი უმუშევრობის (შესაბამისად – უშემოსავლობის) დაძლევაში. რეიტინგში ადგილების მიხედვით, ელიტის თითოეულმა წევრმა არცთუ დიდი თანხა უნდა გაიღოს: 1-5 ადგილი – 30 000 $; 6-10 ადგილი – 20 000$; 10-20…
დროა, ახალგაზრდა თაობა დიდ სამეულთან მოგებებს არა მხოლოდ სამ სეტიან, 5 პარტიისგან შემდგარ მატჩებშიც დაეჩვიოს. აგერ, თითქმის ორი ათეული წელიწადია ვინც არის სამეფო სპორტში ამინდის შემქმნელი და მონსტრების დიდებული სამეული, შეხსენება, უადგილოდ გვეჩვენება. ცხადია, ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და მეიჯორებზეც არაერთხელ დამარცხებულან, ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ან მსოფლიოს სხვა მოწინავე ჩოგბურთელებთან პაექრობისას,…
ჩავიდა, ნახა, გაიმარჯვა – ეს სიტყვები ერთი-ერთში ესადაგება ლონდონში განვითარებულ საჩოგბურთო ბატალიებს, სადაც ვაჟთა შორის დასრულებული წლის შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასის ტრიუმფით დასრულდა. ინგლისის დედაქლაქში, ამ უპრესტიჟულეს და მნიშვნელოვან შეჯიბრზე, უნიჭიერესთან ერთად ქარიზმატულმა ბერძენმა ჩოგბურთელმა კორტზე ცეცხლი დაანთო. ენა არავის მოუბრუნდება თქვას, საჩემპიონო თასი დაუმსახურებლად აღმართაო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაციასაც ხომ…
ბაზელსა და ვენაში 500-იანი კატეგორიის პრესტიჟული ტურნირები ფინიშის სწორზეა, სადაც მასპინძელ-ფავორიტები, შესაბამისად როჯერ ფედერერი და დომინიკ ტიმი ჯერჯერობით გულშემატკივარს იმედებს არ უცრუებენ, ორშაბათიდან კი 2019 წლის საჩოგბურთო სეზონის ბოლო მასტერსის გათამაშება დაიწყება. პარიზში ყველა უძლიერესი მეჩოგნე მოიყრის თავს. ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და სხვა ტოპ მოთამაშეები საფრანგეთის დედაქალაქში გამარჯვებისთვის ყველაფერს იღონებენ. ისე, შარშანდელ…
საპრიზო ფონდი 2,433,810 დოლარი, მოქმედი ჩემპიონი კევინ ანდერსონი, ლამაზი ქალაქი და არაჩვეულებრივი საჩოგბურთო კომპლექსი. ტურნირი, რომელსაც ATP ტურში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და იქ მონაწილეობას მაღალი დონის მოთამაშეები არასოდეს თაკილობენ. თავის დროზე ვენაში უჩემპიონიათ როჯერ ფედერერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ენდი მარის, ხუან მარტინ დელ-პოტროს და სხვებს. 2019 წლის საჩოგბურთო სეზონი ფინიშის სწორზეა, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე პრესტიჟულია…
ნავსი გატეხილია, თან ორმაგად. ნიკოლოზ ბასილაშვილმა როგორც იქნა ბენუა პერი დაამარცხა. გეუცნაურათ არა? რა თქმა უნდა ფრანგი მეჩოგნის მაღალ საშემსრულებლო ოსტატობაში ეჭვი არ შეგვაქვს, მაგრამ ჩვენებური ბოლო ხანს ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ პერიზე გაცილებით ძლიერ მოთამაშეებსაც არ უდებს ტოლს. ამის ფონზე ყურს ცუდად ხვდებოდა ის ფაქტი, რომ ფრანგს ქართველი მუდამ დაბრიყვებული ჰყავდა. მართალია, პერის ბასილაშვილთან…
ესეც მეოთხედფინალი! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია პირველობის მეორე წრეც წარმატებით დაძლია. არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან პირველი სეტის მოგების შემდეგ, მეორეში ერთი ბრეიკით წააგო, მაგრამ საბოლოოდ სარეიტინგო უპირატესობა შედეგში გარდასახა – 6:4, 3:6, 6:3. მეოთხედფინალში ნიკას მეტოქე ვეტერანი ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 77-ე ჩოგანია. ნიკა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და თუ სურს,…
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის შარშანდელი ATP-500 კატეგორიის ტურნირის გამარჯვებულია. ამის მიუხედავად, ორგანიზატორებმა ის მეოთხე ნომრად განთესეს, რადგან ფავორიტები ალექსანდრ ზვერევი და დომინიკ ტიმი არიან. ბასილაშვილს პირველ წრეში პირველი პირველი კორტი არგუნეს, მეტოქედ კი მსოფლიოს 87-ე ჩოგანი ჰუგო დელიენი. ნიკამ დინჯად და აუღელვებლად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე – 6:4, 6:3. მეორე წრეში ნიკას ან ესპანელ ფოკინასთან (137),…
ტურნირი, რომელსაც ჩოგბურთის და ზოგადად სპორტის ქართველი ქომაგი ელოდა დაიწყო. რა თქმა უნდა, ჰამბურგის საჩოგბურთო შეჯიბრი მასტერსებისგან, მით უფრო დიდი სლემებისგან შორს დგას, მაგრამ მაინც საკმაოდ წარმომადგენლობითია და 500 სარეიტინგო ქულას იძლევა. რატომ ველით? მისი ბოლო გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ, რომელსაც ტიტულის დაცვა მართებს, რაც იმაზე უფრო რთულია, ვიდრე შარშან გაჩემპიონება იყო. მიუხედავად იმისა, რომ…
როჯერ ფედერერს უფრო ახლო მეგობარი კორტზე კოლეგებს შორის არავინ ჰყავს, ვიდრე თანამემამულე სტას ვავრინკა. ისე მოხდა, რომ ისინი „როლან გაროსის“ მეოთხედფინალში ერთმანეთს გადაეყარნენ და ვავრინკამ ისევ დააწყვიტა ნერვები. როჯერმა 7:6, 4:6, 7:6, 6:4 მოიგო. მეოთხე სეტში თამაში თავსხმა წვიმის გამო შეჩერდა, მაგრამ ეს სულაც არაა მთავარი. ნახევარფინალში ფედერერი რაფა ნადალს დაეჯახება, რომელმაც, თავის მხრივ, კეი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes