მაკედონიის ხელბურთელთა სუპერლიგაში გამოდის გუნდი „სტრუგა”, რომელშიც საქართველოს ნაკრების ერთბაშად სამი წევრი თამაშობს: გიორგი დიხამინჯია, ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია. ბოლო ტურში „სტრუგამ” დაძაბულ ბრძოლაში 24:23 დაამარცხა „ტინექს პროლეტი”. ამ შეხვედრამ კი ჩვენი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ გამარჯვებულთა 24 გოლიდან 14 ჩვენმა ბიჭებმა გაიტანეს — დიხამინჯიამ 6, ხოლო წითელიშვილმა და ჭანტურიამ ოთხ-ოთხი.
ერთი ტურიც და მაკედონიაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება, გაირკვევა ფინალური ოთხეული, რომელიც ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას. „სტრუგა” მეექვსეზეა და ოთხეულში სამწუხაროდ ვერ ხვდება, თუმცა ამ გამარჯვებით „ტინექსს” ფრიად გაურთულა მდგომარეობა.
ქართველების გუნდი ფლეი-აუთში ჩაებმება და მეხუთე პოზიციისთვის იბრძოლებს.
„სტრუგასა” და „ტინექს პროლეტის” შეხვედრის გადამწყვეტი გოლი, ბოლოწამს, 7-მეტრიანი დარტყმით ჭანტურიამ გაიტანა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 21:30ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა
