178 — ასეთია საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ჩემპიონატის მეორე წრის აღმოსავლეთ ზონის გუნდების დღევანდელ ორ შეხვედრაში გასული გოლების რაოდენობა. ეს უჩვეულოდ ბევრია და იმაზე მიუთითებს, რომ ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში თავდასხმელები აშკარად ჯობდნენ მცველებს.
თელავის „სტუ-იმედმა” სძლია „სპორტუნის” 53:33, ხოლო „პეგასმა” 53:39 მოუგო გორელებს.
ხვალ, 16 საათზე „გორი” და „სპორტის უნივერსიტეტი” მეხუთე ადგილზე დამკვიდრებისთვის ითამაშებენ, ხოლო 18 საათზე აღმოსავლელ ლიდერთა შეხვედრაში “სტუ-იმედი” „პეგასს” შეხვდება.
თებერვლის ბოლოს, თბილისში გაიმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ტური და ამით დასრულდება მეორე წრე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი სამწრიანია. 21 ტურის შემდეგ ოთხი უძლიერესი გუნდი ფინალურ ოთხეულს შექმნის და ფლეი-ოფის სისტემით გამოავლენს საქართველოს 2019 წლის ჩემპიონს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი