„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებით მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს უნდა, რომ მისმა გუნდმა მეტოქეებს შიშის ზარი დასცეს. ნორვეგიელი თავისი წინამორბედის ჟოზე მოურინიუს ეგრეთწოდებულ „უარყოფით ტაქტიკას” მუდმივი შეტევით უპირებს შეცვლას.
სულშერმა განაცხადა: „მანჩესტერ იუნაიტედში” კედლებიც კი გაჟღენთილია შემტევი ფილოსოფიით. ეს ამ კლუბის მსოფლმხედველობა და ისტორიაა. ჩვენ სწორედ ასე გვსურს თამაში. გუნდის შეკრებაზე ამის შესახებ ვილაპარაკეთ. როდესაც ერთ გოლს გავიტანთ, მეორე გვინდა, როდესაც მეორეს გავიტანთ, მესამე და ასე შემდეგ”.
სწორედ ეს დამოკიდებულება გამოამჟღავნა „იუნაიტედმა” მწვრთნელი-სულშერის პირველ მანჩესტერულ შეხვედრაში, კარდიფში, სადაც გუნდმა 5:1 გაიმარჯვა. დღეს 45 წლის ნორვეგიელს იმავე დამოკიდებულების ნახვა უნდა — მანჩესტერელები „ოლდ ტრეფორდზე” ერთ-ერთ აუტსაიდერთაგანს, „ჰადერსფილდს” მასპინძლობენ.
სულშერმა დასძინა: „ჩვენ შეტევაში დიდი სისწრაფის განვითარება შეგვიძლია. არა მგონია რომელიმე გუნდს უნდოდეს, რომ მათი კარისკენ რეშფორდი, მარსიალი, ლინგარდი და პოგბა მირბოდნენ. არადა, ამ გუნდის ბუნებაში ასეთი თამაში ზის. ჩვენ ყოველთვის ვუტევთ. რასაკვირველია, ყოველ შეხვედრაში იმდენ საგოლე მომენტს ვერ შევქმნით, როგორც ეს კარდიფში შევძელით, მაგრამ იმავეს გამეორება ყოველ შეხვედრაში უნდა ვცადოთ”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი