„ბარსელონას” სამედიცინო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მათი ფრანგი მცველი, მსოფლიოს ჩემპიონი სამუელ უმტიტი მკურნალობის გასაგრძელებლად კატალონიის დედაქალაქში ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უმტიტი დაბრუნდება ყატარიდან, სადაც ის თერაპიის კურსს გადიოდა.
კლუბში ფრანგის მდგომარეობა ფრიად აწუხებთ. 28 სექტემბრის შემდეგ მცველი დაშავებულია. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა „ვანდა მეტროპოლიტანოზე”, „ატლეტიკოს” წინააღმდეგ. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
საქმე კი ის არის, რომ მედიკოსთა ნაწილი იმთავითვე ურჩევდა „ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას, უმტიტისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. ის მაისის შემდეგ გრძნობდა ტკივილებს. უმტიტი 25 წლისაა, ამ ასაკის სპორტსმენებისთვის კი მუხლის ხრტილის ტრავმა დამახასიათებელი არ არის. ეს ის ტრავმაა, რომელმაც კარლეს პუიოლს 36 წლისას დაანებებინა ფეხბურთელობისთვის თავი.
„ბარსელონას” თანამშრომლების ნაწილიც ამტკიცებს, უმტიტის ოპერაცია მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე რომ გაეკეთებინა, ახლა უკვე მოედანზე იქნებოდაო.
დარბაზში ვარჯიში და დაზიანებული ადგილის გარშემო კუნთების გაძლიერება საკმარისი არ არის. ხრტილის ასეთი ხერხით გამოკეთება რთულია.
ფრანგმა სხვა მრავალი თერაპიული მეთოდიც სცადა, მაგრამ ამაოდ. არადა, მის შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატკენი ადგილის გამოჯანმრთელება, არამედ ფეხის ისე გაძლიერება, რომ მან კიდევ ბევრი წელიწადი შეძლოს სპორტული ცხოვრება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი