ის, რომ სპორტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს ტყუილია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ოთხშაბათს, „კამპ ნოუზე”, სადაც „ბარსელონამ” „ინტერს” 2:0 მოუგო.
სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნაზე მასპინძლებს გამოფენილი ჰქონდათ ორი ბანერი, რომელთაგან ერთზე სტუმრებისთვის გასაგები რომ ყოფილიყო იტალიურად ეწერა: „კეთილი იყო თქვენი მობრძანება კატალონიის რესპუბლიკაში”.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ბარსელონა” ნებას აძლევს სეპარატისტულად განწყობილ ძალებს მისი სტადიონი პოლიტიკური ასპარეზისთვის გამოიყენონ. აღსანიშნავია, რომ ამის გამო უეფამ კლუბი უკვე დააჯარიმა, მაგრამ ჯარიმამ ვერაფერი შეცვალა.
„ლა ლიგის” ბოლო შეხვედრაში, რომელშიც „ბარსას” „სევილია” შეხვდა, სტადიონზე გამოფენილი იყო ლოზუნგი: „პოლიტიკურ ლიდერებს მხოლოდ დიქტატორულ ქვეყანაში იჭერენ”.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
