მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო

Home კატეგორიის გარეშე მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო
მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო

„გამპერის თასის” წინ ლიონელ მესიმ თქვა, რომ ამ სეზონში „ბარსელონა” ყველა ღონეს იხმარს რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. დღეს „ბლაუგრანა” იწყებს, თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე „ეინდჰოვენს” მასპინძლობს. მატჩისწინა ინტერვიუში ფილიპე კოუტინიუმაც დიდი ენთუზიაზმით ილაპარაკა.

კოუტინიუს კატალონიელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსამ”, რომლის შემადგენლობაშიც არც მეტი არც ნაკლები მესი თამაშობს, ბოლო ხუთ წელიწადში ჩემპიონთა ლიგა ერთზე მეტად. ბრაზილიელმა უპასუხა:

„ამის ახსნა მართლაც ძნელია. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის ფეხბურთის ისტორიაშია საუკეთესო. ამიტომაც არის გაუგებარი, რატომ ვერ მოიგო გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ბოლო ხუთ წელიწადში უფრო მეტჯერ.

მესი, ყველა ჩვენგანის მსგავსად, ძალიან არის მოტივირებული. მას უნდა, რომ წარმატებებს მივაღწიოთ და ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი ყოველთვის დიდია. ეს თავად შეჯიბრების მნიშვნელობით არის განპირობებული”.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.