ხორვატმა მატეო კოვაჩიჩმა გადაწყვიტა „რეალთან” ურთიერთობა გაწყვიტოს და გაფიცვა გამოაცხადა: სანამ ჩემი ტრანსფერის საკითხს არ გაარკვევთ, ვარჯიშზე არ მოვალო.
დრო გადის, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი მადრიდელებისგან პასუხს ელის, მაგრამ მისთვის სახეირო რომ არაფერი გამოჩნდა, გადაწყვიტა რადიკალური ზომებისთვის მიემართა. რამდენ ხანს შეძლებს ასე ყოფნას და რამდენად მომგებიანი იქნება ეს მისთვის უცნობია, მაგრამ ამ ეტაპზე 24 წლის ნახევარმცველი მტკიცედ დგას.
თან საინტერესოა, რომ კოვაჩიჩი ხორვატიაში კი არ გაფიცულა, არამედ მადრიდშია, თავის სახლში, იქ სადაც ადვილად მისწვდებიან აზრი რომ შეაცვლევინონ. შეგახსენებთ, რომ ის „რეალში” უკმაყოფილოა — უფრო ხშირად სურს თამაში ვიდრე ათამაშებენ.
ფეხბურთელი „რეალის” პასუხისმგებელ პირებს თავისი ტრანსფერის საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენჯერმე შეხვდა. ის კი არა, ერთხელ ახალ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთანაც გაარჩია თავისი მდგომარეობა პირისპირ, მაგრამ საქმე ადგილიდან მაინც არ დაძრულა. მადრიდელებმა გამოაცხადეს, რომ ის არ იყიდება. კოვაჩიჩმა დაინახა, რომ სხვაგან გადასვლის იმედსაც კი უკლავენ და გაფიცვა გადაწყვიტა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
