რეალი vs იუვენტუსი. ბილეთები აღარ არის!

Home კატეგორიის გარეშე რეალი vs იუვენტუსი. ბილეთები აღარ არის!
რეალი vs იუვენტუსი. ბილეთები აღარ არის!

ის, რომ „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ დარჩებოდა, კენჭისყრისთანავე გასაგები იყო, მაგრამ გაკვირვება ბილეთების გაყიდვის დრომ გამოიწვია: ინტერნეტ-სალარო ორშაბათს დილის 10 საათზე გაიღო და… 10 საათსა და 8 წუთზე გასაყიდად აღარაფერი გახლდათ დარჩენილი.

მადრიდის სტადიონზე 81 044 ადგილია. აქდეან 4 000 ბილეთი ტურინში წავიდა. „იუვეს” ფანები ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მოთავსდებიან.

უბილეთოდ დარჩენილთათვის იმედად შავი ბაზარიღა დარჩა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...