თომას ტუხელთან დაკავშირებულმა ბოლო ცნობამ ბუნდესლიგა გააოცა: 44 წლის მწვრთნელი მომავალ სეზონში „ბაიერნის” გაძღოლაზე უარს ამბობს.

მოგეხსენებათ, 72 წლის იუპ ჰაინკესი სეზონის დამთავრების შემდეგ „რეკორდმაისტერიდან” მიდის. ბავარიელები ახალი თავკაცის ძებნაში არიან. კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ თომას ტუხელი გახლდათ, მაგრამ ვითარება უცებ და რადიკალურად შეიცვალა: როდესაც „ბაიერნის” ოფისიდან „დორტმუნდის” ყოფილ მწვრთნელს შეეხმიანენ, პასუხად მიიღეს, რომ ის უკვე ერთ-ერთ უცხოურ გუნდს გაურიგდა.