„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ახალგაზრდული სამი დებიუტანტით…
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებისთვის ემზადება. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 27 მარტს ლატვიას უმასპინძლებენ, ხოლო 31 მარტს – მალტას. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 21-წლამდელების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა – სვანაძის რჩეულთა შორის სამი დებიუტანტია: ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი (ორივე „იბერია“) და ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“). ტრავმის...

ალესილი დემბელე
ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ დაჯილდოების ცერემონიალს და პარიზულ წითელ ხალიჩას კარგად იცნობს, კანის ფესტივალსა და მის წითელ ხალიჩაზე კი რა მოგახსენოთ. მართალია კანის ფესტივალზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მთავარი გამბედაობაა: როდესაც „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელს „ნეტფლიქსის’’ კამერების წინაშე დადგომა შესთავაზეს, ყოყმანი არ დაუწყია. „დემბუზმა’’ ფილმ Peaky Blinders-ის (ალესილი კეპები) რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ეს ფილმი გახლავთ პოპულარული სერიალის Peaky Blinders-ის გაგრძელება....

პარიზელების დამქანცველი აპრილი
„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს აპრილში ამოსუნთქვის საშუალება არ ექნებათ. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ჩელსისთან’’ 3:0 მოგების შემდეგ მათ უკიდურესად დაძაბული პერიოდი ეწყებათ. თუ მეოთხედფინალში „ლივერპულსაც’’ დაძლევს ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო თვეში თამაშების რაოდენობა შეიძლება რვამდე აუვიდეს. ნახევარფინალის პირველი შეხვედრები ხომ 29 და 29 აპრილს არის დანიშნული. თავი დავანებოთ 21 მარტის თამაშს ნიცაში, რომელსაც სანაკრებო კვირეული მოსდევს. აპრილზე ვთქვათ:...

იულიანის ბიჭები…
გერმანიის ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ბუნდესგუნდი 27 მარტს სტუმრად ბაზელში შვეიცარიას შეხვდება, 30 მარტს კი შტუტგარტში განის ნაკრებს უმასპინძლებს. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა: ბუნდესგუნდში დებუტი ექნებათ „ბაიერნის“ ფეხბურთელებს – მეკარე იონას ურბიგს და 18 წლის ამომავალ ვარსკვლავ ლენარტ კარლს. მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი), იონას ურბიგი (ბაიერნი). მცველები:...

შანსი ჯერი კიდევ არის…
საქართველოს ნაკრემა თელავში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის პირველი მატჩი, ისრაელთან, 29:32 წააგო. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ანგარიში ლოგიკურია. ეს კი არა, ბოლო ხუთ წამში ჯერ ძელმა გვიხსნა, შემდეგ გიორგი ცხოვრებაძემ შეაგდო და საპასუხო თამაშის წინ შანსი დაგვიტოვა. თამაში არეულად დაიწყო, თუმცა ანგარიშის ისრაელის ნაკრები აკონტროლებდა. მხოლოდ მე-15 წუთზე მოვახერხეთ წინ გასვლა და ტაიმი 16:15 მოვიგეთ. აქ ჯერ კიდევ არ...

ერთი დებიუტანტი
საქართელოს ეროვნული ნაკრები 26 და 29 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, კაუნასში კი ლიეტუასთან ითამაშებს. ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გრაცის „შტურმის“ 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი. მეკარეები გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი,...

სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს
სამშაბათს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა: აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის ჩემპიონის ორი თვის წინ მოპოვებული ტიტული ჩამოართვა სენეგალის ნაკრებს და ის ფინალში დამარცხებულ მარკოს გადასცა. მიზეზი: მეტოქის კარში გოლის არ-ჩათვლისა და მათ კარში პენალტის დანიშვნის გამო გაბრაზებულმა სენეგალელმა ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად 20 წუთით დატოვეს, რაც კანონით (შეჯიბრების 82-ე და 84-ე პუნქტები) ისჯება. მოედანზე...

ლიგა დალაგდა
მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენის’’ მეტოქე იქნება „ლივერპული’’, რომელმაც სტამბოლში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – 4:0. მართალია თავის გასამართლებლად სუსტი არგუმენტია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებს ნაწილობრივ არც გაუმართლათ, რადგან მათი გუნდის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა მკლავი იტკინა და შესვენებისას იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. სამაგიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყოთ მასპინძლებს: 25-ე წუთზე ყველგან მოძრავმა...

კალანდაძე შაბათს ელის
19 და 21 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის მატჩებს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებს. თავდაპირველად მატჩები საქართველოსა და ისრაელში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ორივე თამაშს საქართველო, კერძოდ კი, თელავი უმასპინძლებს. ორივე გუნდი უკვე კახეთშის მთავარქალაქშია და მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ისრაელის ნაკრებმა ვარჯიში დახურა, საქართველოს ნაკრებმა – მცირე ხნით გააღო. ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს...

ბასილაშვილი ძირითადშია
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის 1 000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საამისოდ ჩვენებურს საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მოუწია. ბასილაშვილმა ნახევარფინალში მასპინძელი პატრიკ კიპსონი ორ სეტში დაამარცხა – 6:3: 6:1. თამაში სულ 56 წუთს გაგრძელდა. ჩვენიანმა კიდევ უფრო მარტივად მოიგო ფინალური მატჩი, სადაც იაპონელ შო შიმაბუკუროს 6:2; 6:1 მოიგო, მაგრამ გამარჯვებისთვის ექვსი წუთით მეტი დასჭირდა, ვიდრე კიპსონთან. გეტყვით იმასაც, რომ ქალთა...

მართალი ყოფილა მაროკო…
ორი თვე გავიდა მას მერე, რაც სენეგალმა აფრიკის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და… გამოცხადდა, რომ მას ტიტული ჩამოერთმევა. ამიერიდან ჩემპიონი მაროკოა. ასეთი უცნაური რამ ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ინგლისურმა ტაბლოიდმა „სანმა’’ ვითარებაში გარკვევა სცადა. რა მოხდა? წაგებულმა მაროკომ ფინალი გააპროტესტა. მისი ხელმძღვანელობის აზრით სენეგალს გამარჯვება უნდა ჩამორთმეოდა, რადგან მისმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად მოედნიდან გაიყვანა. მატჩი სკანდალური გამოდგა: შეხვედრის მიწურულს სენეგალი...

კვარას დაუვიწყარი შეხვედრა
„საფეხბურთო ბრწყინვალებისა და სიკაშკაშის წუთებს დაფასება უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მწვერვალზე დაბრუნდა. მან „ბებერ კონტინენტზე’’ მოწინააღმდეგეების ჩაგვრა განაახლა. მან გაანადგურა „ჩელსი’’, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავა, თან ისეთი სხვაობით, რომელიც პრემიერლიგაში შეშფოთებას იწვევს. „პარკ დე პრენსზე’’ გამართული შეხვედრის ბოლო და „სტემფორდ ბრიჯზე’’ გამართული შეხვედრის პირველი თხუთმეტი წუთი ინგლისური გუნდის რექვიემი იყო. ჯამში ექვსგოლიანი უპირატესობა „ლერჯებისთვის’’ გადაულახავი გამოდგა. პარიზელთა...

