გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა: ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ. მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და კითხვა-პასუხით არის შედგენილი. ფეხბურთის სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! ეს ციტატა ერთი სიტყვის გამოკლებით ამ მოთხრობიდანაა მოყვანილი, ეს ერთი, ჩამატებული სიტყვა კი „ფეხბურთი“ გახლავთ. გოდერძი ჩოხელს სათაურის გარდა მოთხრობის აგებულებაც დავესესხე და ცხრა რესპოდენტს გავესაუბრე. ყველა რესპონდენტი ნამდვილია,...

ცოტა რამ ჭადრაკზეც…
ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით “სარბიელის” ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ბრძენთა თამაშში შეიცვალა… შეიცვალა კი ბევრი რამ. 2002 წელს მქუხარე გვარებიდან დღეისთვის სამიოდე თუღა შემორჩა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის 2017 წლის...

დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს
ცოტა შორიდან დავიწყებ… ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, კინოინდუსტრიაში საოცარი დუეტი ჰქონდათ ქვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესს (ხამესს არა, რობერტს). ჰოდა იმ ამბავმა, რაზეც ახლა უნდა დავწერო, მათი ერთ-ერთი ეპოქალური ფილმის გენიალური მონაკვეთი გამახსენა. მოკლედ, ორნი ბარში შედიან ნარკოტიკის ასაღებად და სანამ იდენტიფიცირებას გაივლიან, ბარმენს ერთ–ერთი ასეთ ამბავს უყვება: იცი, ამას წინათ ერთ ბარში რა მოხდა?კლიენტი ბარმენს დაენიძლავა, მე ამ ბოთლში, რომელსაც ახლა...

ახდება შავი სიზმარი?
მესის მისია-გადაარჩინე არგენტინა! ცოტაც და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდება. რაღა დარჩა? დღეს და ხვალ ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, რომელსაც ნოემბერში უკვე გადამწყვეტი პლეი ოფები მოჰყვება და… სადღეისოდ, მომავალ ზაფხულს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური ტურნირის მასპინძლის გარდა, ოფიციალურად 16 ქვეყანას აქვს დაბევებული და გერმანია, სერბეთი, პოლონეთი, ინგლისი, ესპანეთი,...

ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე
ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ ალფრედო დი სტეფანო თამაშობდა. ერთ...

ჩემი კარში შევყარე
ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ, „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და რომლის დედაქალაქად რუსები არხანგელსკს მიიჩნევენ. მოკლედ, ისეთი სახეობაა, მარტო ხსენებაზეც კი გაიყინები კაცი. სიცხე აგიწევს. სეირიც სწორედ...

ოპტიმისტური რეპლიკა
მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას ბაზრობაა. მანდეთ შეტევას აზრი არ აქვს… მეორე კარი კი ბატონო, სლავა მეტრეველის ქუჩისკენ არის და უელსთან თამაშის მეორე ტაიმში იქით რომ...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ალბათ მაინც ალონსო
ალისონ ბეკერი კიდევ ერთი წლით რჩება „ლივერპულში’’. რას ნიშნავს ეს? დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ენფილდზე’’ და იჯდება სკამზე თუ მოძებნის კლუბს სადაც თუნდაც იჯარის წესით ითამაშებს ერთი სეზონის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, „ლივერპულში’’ კი სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მწვრთნელის არნე სლოტის გაშვებასა და მისი შემცვლელის მოძებნაზე. სადღეისოდ ჰოლანდიელის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი მერსისაიდელთა ყოფილ ვარსკვლავს ჩაბი ალონსოს აქვს....

რეალის ექიმები სხვა ფეხს მკურნალობდნენ
ეს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში შევა. „რეალის’’ რამდენიმე ექიმმა სამსახური დაკარგა. ასეთი რა მოხდა? დეკემბერში „სელტასთან’’ შეხვედრის დროს, კილიან მბაპეს მუხლი ეტკინა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი მეორე ფეხი შეამოწმა. მათ მარცხენა ფეხი უნდა გამოეკვლიათ, ამის ნაცვლად მარჯვენა გამოიკვლიეს. მომხდარი „ატლეტიკმაც’’ დაადასტურა. გამოცემამ პრობლემა დეტალურადაც აღწერა. ექიმებმა მბაპეს MRI სხვა ფეხზე გადაუღეს და პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, არადა ფრანგს ტკივილი აწუხებდა. თავდამსხმელმა რამდენიმე...

ჰაკიმი მართლა რეალზე ოცნებობს?
footmercato-მ გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ მაროკოელ ვარსკვლავ აშრაფ ჰაკიმიზე. მისი დაწერისკენ ფრანგულ გამოცემას ესპანელი ჟურნალისტის რამონ ალვარეს დე მონის მიერ გავრცელებულმა ცნობამ უბიძგა. ალვარესი ამტკიცებს, რომ მაროკოელს „რეალში’’ დაბრუნება უნდა. ესპანელი ჟურნალისტის მტკიცებით მართალია ჰაკიმის პსჟ-სთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს და გუნდში მნიშვნელოვანი როლიც აკისრია, მაგრამ მადრიდული და პარიზული კლუბების კარგი ურთიერთობა იმედს აძლევს, რომ ოცნებას აიხდენს. მისი ოცნება კი...

სუპერ მამუ და კარგი გოგა
NBA-ში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ერთმა მოიგო, მეორე – წააგო. ერთს სუპერთამაში ჰქონდა, მეორეს – კარგი. დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომლის „ტორონტო“ „იუტას“ ესტუმრა და 143:127 დაამარცხა. გამარჯვება იმდენად მარტივად მოვიდა, რომ ლიდერებს ბოლოს აღარ უთამაშიათ. მათ შორის მამუკელაშვილსაც. ჩვენიანი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 32.13 წუთში გუნდს 23 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასით, 5 ჩაჭრითა და 1 დაფარებით...

მბაპემ მადრიდელები გააღიზიანა
„რეალმა’’ ბოლო ტურში „ატლეტიკოს’’ მნიშვნელოვანი დერბი მოუგო – 3:2. ამ გამარჯვების წყალობით მადრიდელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე 9 ტურით ადრე ჯერ კიდევ აქვთ ოთხი ქულით დაწინაურებული „ბარსელონას’’ დაწევის იმედი, მაგრამ ცხრილი ცხრილად და მადრიდული გუნდების შეხვედრაში ერთმა ფაქტორმა მიიპყრო ესპანური პრესის ყურადღება: კილიან მბაპემ საქმისადმი უგულო დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ფრანგი ვარსკვლავი ტრავმის შემდეგ მოედანს „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში დაუბრუნდა. ის მატჩი ჩემპიონთა ლიგისა იყო...

მარადონას ნეაპოლელი ვაჟი: მაკტომინეი იესოა!
„მამაჩემის შემდეგ სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენ ნეაპოლში დიეგოს სახით ღმერთი გვყავდა, მაკტომინეი კი იესოა’’, – თქვა დიეგო მარადონას ვაჟმა დიეგო უმცროსმა. შოტლანდიელი მაკტომინეი „ნაპოლიში’’ 2024 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან’’ გადავიდა და მისი სახით კერპების ყოლისადმი მიდრეკილმა ნეაპოლელებმა როგორც ჩანს თაყვანისცემის ახალი ობიექტი იშოვეს. ქალაქში, კედლებზე ახლა მისი მურალებია. მაკტომინეი 29 წლისაა. მან პირველ სეზონში „პარტენოპეელთა’’ მიერ სკუდეტოს...

ლანსმა პარიზს უარი შეუთვალა
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: „პარი სენ ჟერმენმა’’ ოფიციალურად მოითხოვა „ლანსთან’’ შეხვედრის გადადება. ეს მატჩი დანიშნულია 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’ ორ თამაშს შორის. პარიზულ გუნდს სურს დაძაბული კვირა შეიმსუბუქოს, მაგრამ გადადების კატეგორიული წინააღმდეგია „ლანსი’’. ადრე ფრანგულ პრესაში ამოვიკითხეთ, თითქოს მეტოქის თანხმობის გარეშე ლიგა 1-ის კალენდარი ვერ შეიცვლება, მაგრამ „პარიზიენი’’ წერს, რომ საფრანგეთის პროფესიული ლიგის დირექტორთა საბჭოს შეუძლია საკითხი ერთპიროვნულად...

წითელი გაასაჩივრდება
მადრიდის „რეალი“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს წითელ ბარათს გაასაჩივრებს ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში „ატლეტიკოსთან“ 3:2 გამარჯვების შემდეგ. კლუბი გაძევებას გაუმართლებლად მიიჩნევს, ხოლო მოთამაშის მიერ ჩადენილ ქმედებას მხოლოდ ყვითელი ბარათის საფუძვლად. ურუგვაელმა 77-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო სტუმარი ფეხბურთელის, ალექს ბაენას ფეხზე დაბიჯებისთვის. ოფიციალურ ოქმში მსაჯმა ხოსე მუნუერა მონტერომ დაწერა, რომ ვალვერდე მოედნიდან გააძევეს ბურთისთვის მიუწვდომელ ადგილას მოწინააღმდეგის მიმართ გადაჭარბებული ძალის...

გურამ კაშია – რეკორდსმენი მიდის
გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. „ივნისში, რუმინეთთან ჩემს გამოსათხოვარ თამაშს ვითამაშებ. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც გვერდში მედგა. 17 წელიწადი საქართველოს ნაკრებში პატარა დრო არ არის. 130 მატჩამდე ვითამაშე, რაც ჩემთვის საამაყოა. მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდით. ალბათ დღეს ჩემგან ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთება სიურპრიზი არ...

მხოლოდ გოგიჩაშვილი
ზამთრის სანაკრებო სეზონი დასრულდა და საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი, მე-19 ტურიც გაიმართა. მისი მონაწილე 15 ქართველი მორაგბე გახდა. შიდა ჩემპიონატი ინგლისშიც განახლდა და ერთმა ჩვენებურმა იქაც იასპარეზა. ტოპ 14 ინდივიდუალურად საანგარიშო უიქ-ენდი ყველაზე წარმატებული გურამ გოგიჩაშვილისთვის გამოდგა. „რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა „კასტრთან“ საშინაო მატჩის 25-ე წუთზე პარიზელთა ხანგრძლივი შეტევა შედეგიანად დაასრულა. პარიზელები კასტრელებს კარგა ხანი ჩეჩქვავდნენ და „გოგიჩამ“ თავისი ფიზიკური ძალა...

გატუზო – იტალიელთა იმედი!
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა იტალიამ ტიტული ბოლოს 2006 წელს მოიგო. მას მერე „სკუადრა აძურამ’’ (2021 წელს) ევროპის ჩემპიონატზე კი გაიმარჯვა, მაგრამ მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ საერთოდ აღარ ყოფილა – ფინალურ ეტაპზე ვეღარ ხვდებოდა. ახლა საშინელი მდგომარეობის გამოსწორება 2006 წლის ჩემპიონის ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით შეუძლია. გატუზო უცნაური მწვრთნელია. მან 12 წელიწადში 10 კლუბი გამოიცვალა. იტალიის ნაკრები 26 მარტს ფლეი-ოფში საქართველოს მომავალ მეტოქეს...

ბურთის მარცხენა მხარეს მიგორება რთული აღმოჩნდა
ლივერპულურმა პორტალმა This is Anfield გამოაქვეყნა წერილი, სადაც „წითლების’’ მეკარეთა შესახებ ილაპარაკა. საიტი წერს, რომ ალისონი სავარაუდოდ მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მოეძალა, რის გამოც უკვე 10 თამაში გამოტოვა. ამის გამო გუნდის ახალწვეულმა გიორგი მამარდაშვილმა ყველა შეჯიბრებაში ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ექვსი პრემიერლიგისა იყო. 25 წლის ქართველი იმედისმომცემი მეკარეა, მაგრამ მას და ალისონს შორის არის ერთი მნიშვნელოვანი...

