ირაკლი მოდებაძე დაიბადა 1984 წლის 4 ოქტომბერს თბილისში სიმაღლე: 184 სმ ამპლუა: თავდამსხმელი საკლუბო კარიერა 2000-2001 ვალენსია თბილისი 4 (1 გოლი) 2001-2002 მერანი თბილისი 0 (0) 2002-2007 მეტალურგი ზაპორიჟიე 81 (16) 2009 ჩერნომორეცი ოდესა 1 ...

ბორჯღალის ყულფი დრაკონის ყელზე
შეჯამების დროა: საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებში დაამარცხა კანადა და აშშ, ბეწვზე წააგო სტუმრად, უელსთან და ექვსი ერის კარზე ერთხელაც დააკაკუნა კი არა, უკვე ბრახუნზე გადავიდა. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრადიციული სარაგბო ქვეყნების მედია მოზრდილ მიმოხილვებს უძღვნის ბორჯღალოსნების მორიგ აჩქარებას. ყველაზე დიდი ყურადღება შემოდგომის ტესტებში საქართველოს და უელსის ნაკრებთა დაპირისპირებას ერგო და BBC-ს მიმომხილველი რიჩარდ უილიამსი პირდაპირ უსვამს დიაგნოზს...

გაისტუმრეთ ვალი!
ბევრი დიდი ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში ამთავრებს, მაგრამ ისეთებიც არიან, საპენსიო ასაკში ყატარს, ჩინეთს ან ამერიკას რომ არჩევენ. არჩევანში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ თხოვნა ხომ შეიძლება: ფლეშმობი მოაწყონ ქართველმა ფეხბურთელებმა და დათქვან, რომ კარიერის ბოლო სეზონს საქართველოში გაატარებენ. განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვთ. თქვენი გამოცდილება გადაეცით კარიერის სტარტზე მყოფ ბიჭებს, ეგებ მოთამაშე-მწვრთნელობაც შეძლოთ. დიდ ფულს ვერ იშოვით, მაგრამ ვალის ნაწილს მაინც გაუსტუმრებთ მშობლიურ ქალაქს,...

ქუთაისური ამბავი დინამოზე
ძველი ამბავი კი არის, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. იურგენ კლინსმანს რომელიღაც გერმანულმა გამოცემამ ჩამოართვა ინტერვიუ და ასეთი კითხვაც კი დაუსვა: თბილისის „დინამოში“ გადასვლას ხომ არ აპირებთო. ეს მაშინ იყო, კლინსმანმა „შტუტგარტის“ შემდეგ მილანის „ინტერში“, „მონაკოში“ და „ტოტენჰემში“ რომ ითამაშა, ქვეყნის ჩემპიონი ვერც გერმანიაში გახდა და ვერც იტალია-საფრანგეთ-ინგლისში, „დინამო“ კი იმ დროისთვის საქართველოს უცვლელი ჩემპიონი გახლდათ. მოკლედ, „დინამოს“ მარადიული ჩემპიონობის ამბავი...

სად, ვის, რას…
გასულ კვირას „ოქროს მატჩზე“ მისული ხალხი გაკვირვებული დარჩა – საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახალი ჯილდო ძალიან წააგავდა გერმანული ბუნდესლიგის „ვერცხლის სასალათეს“. მალევე გავიგეთ, რომ ეს ახალი ნაკეთობა ჩემპიონის ფარი ყოფილა, რომელიც ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის ცნობით, ხევსურული ფარი გარდა დაცვისა, შეტევაშიც იმავე წარმატებით გამოიყენებოდა. ამ ფუნქციით ის ძალიან წააგავს ფეხბურთს და ზოგადად გუნდური შეჯიბრების ხასიათს. ფარის დიზაინზე...

გოლი, რომელიც მატჩის დაწყებამდე ვნახე
ჯაბა კანკავა ყაზახეთში წავიდა სათამაშოდ… დამენანა… იქამდე ვაკო ყაზაიშვილი დამენანა ამერიკისთვის… „შალკეს“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ზურა ხიზანიშვილს ალბანეთში რომ ჩამოაკითხა, ჩვენიანი იგლი ტარესთან ვერაფერს გახდა, რანგნიკი კი მეორე ტაიმს არ დაელოდა, მაშინაც გული დამწყდა… ბოლოს და ბოლოს, კობიაშვილი რომ ული ჰიონესმა შინ მიიწვია და „ბაიერნი“ შესთავაზა, ამან კი ვერ გარისკა, გული შემიწუხდა… ხშირად ერთი არასწორი ნაბიჯიც კი სრულებით ცვლის მომავალს....

შოკოლადები ლეო მესისთვის
„მარკა“ მადრიდული გაზეთია. ითვლება, რომ ის „რეალის“ მხარდამჭერია, მაგრამ „ბარსელონას“ ვარსკვლავმა, ლეო მესიმ, „ოქროს ბუცის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე მას ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ, ამ საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს. — თქვენ ბარსელონაში 13 წლისა, ენთუზიაზმით აღსავსე ჩამოხვედით. დღეს რა დარჩა იმ ბავშვისგან? — ცხადია, მას მერე დიდი დრო გავიდა და როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა უამრავი რამ მოხდა, მაგრამ ოცნებები და სურვილები არ შეცვლილა....

ვინ ფიქრობს კანკავაზე?
ჯაბა კანკავა რამდენიმე თვის წინ სანაკრებო კარიერას ამთავრებდა. გადაიფიქრა თუ გადააფიქრებინეს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ვიცით, რომ ამთავრებდა და სხვათაშორის, ამის შესახებ ლევან კობიაშვილმაც თქვა. ამასობაში კი კანკავა ყაზახეთის „ტობოლში“ გადავიდა. მოგვწონს ეს, ან ეკადრება თუ არა ჯაბას კოსტანაის კლუბი, სხვა ამბავია. ჩვენს მოწონებაზე მეტად, ეს თვითონ ფეხბურთელს უნდა მოეწონოს და რადგან იქ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, ესე იგი,...

ბიჭი ნაგავსაყრელიდან — ნეიმარის ისტორია
ინგლისური “სანის” წერილი ნეიმარის შესახებ ასეთი სიტყვებით იწყება: “ჩვენ ნულიდან არ დაგვიწყია, ჩვენ… მინუს ხუთიდან დავიწყეთ”. უფროსი ნეიმარი ვაჟს ისეთ სიღარიბეში ზრდიდა, რომ იმ ცხოვრების რამენაირად დაკავშირება უმცროსი ნეიმარის დღევანდელ პარიზულ ყოფასთან საოცარ ფანტაზიას მოითხოვს. ნუთუ ეს ერთი და იგივე ხალხია? არადა, ფაქტია, რომ ასეა: ბრაზილიელი “პარი სენ ჟერმენმა” “ბარსელონასგან” 220 მილიონ ევროდ იყიდა და კვირაში დაახლოებით 575 ათას ევროს...

ლოტკინიდან ატლეტიკოს კარამდე
ინტერნეტში ქექვა სპორტული ჟურნალისტის სამუშაოს ნაწილია და რამდენად სასიამოვნოა, როცა სადმე უცხოეთში მოღვაწე შენიანის შესახებ ინფორმაციას გადააწყდები. მერე ეს სიხარული გააორმაგეთ, რადგან საქმე მადრიდის „რეალის“ ფარმკლუბში მოთამაშე ქართველ ბიჭს ეხება. თბილისი პატარაა და ცოტა ხანში მინიმალურად საკმარი ინფორმაცია-კონტაქტიც მზად იყო. ლოტკინზე გაზრდილმა ბიჭმა გზა მადრიდამდე გაიკვალა და დანარჩენი თვითონ გიო სირაძემ თქვას: – ფეხბურთის თამაში “საბურთალოში” დავიწყე. მერე იყო “ოლიმპი”...

წართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი
მაია აზარაშვილის ტალანტი ადრიდანვე შენიშნეს. 18 წლის გოგონა სსრკ-ის უსწრაფეს მორბენლებთან ერთად ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, თუმც პოლიტიკამ სპორტს აჯობა და ვერ წავიდა. მერე მაინც იყო ოლიმპიური კვარცხლბეკი და სხვა ბევრი დიდებული გარბენი – ბევრი მოსახვევი, რომელიც მაია აზარაშვილმა ღირსეულად გაიარა, დღეს კი ჩვენი სტუმარია და ძველ ამბებთან ერთად, ერთი ახალი ამბავიც გვითხრა… – ქალბატონო მაია, რატომ მაინც და მაინც მძლეოსნობა,...

როგორ აჯობა უელსში საქართველომ საქართველოს
მესამე ტაიმი იციან რაგბიში – მეტოქე გუნდების მოთამაშეები, ერთმანეთის დამჩეჩქვავი ბიჭები ერთად სხდებიან, ჭამენ, სვამენ და მხიარულობენ. ეგრე იქნებოდა უელსშიც, შაბათის თამაშის მერე. ჩვენი, ტელევიზორების აქეთ მხარეს მიმჯდარი ხალხის მესამე ტაიმი კი ინტერნეტში გაგრძელდა. სანამ 6 ერის კარზე ვაკაკუნებთ, იქამდე ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დანარჩენი სამყაროს აზრს ქართულ რაგბიზე. ჰოდა, გადავქექეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ, გული მოვიოხეთ – რაც დაიწერა, კარგები ეწერა....
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ფლორენტინო: ვისაც არ გჯერათ, სახლში დარჩით!
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ წააგო „ბაიერნთან’’ 1:2. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს განუცხადა: „ჩვენ მიუნხენში უნდა მოვიგოთ! ყველას, ვისაც ამის არ სჯერა, შეუძლია სახლში დარჩეს’’! ცნობისათვის: „რეალმა’’ მიუნხენში ბოლოს 2012 წელს წააგო. მას მერე „ალიანც არენაზე’’ გუნდები ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ოთხი შეხვედრიდან სამი „ლოს ბლანსკოსმა’’ მოიგო (4:0; 2:1; 2:1),...

შიშველი კაცის ფაქტორი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ 1:2 წააგო „ბაიერნთან’’. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა თავისი გმირით, მანუელ ნოიერით, თუმცა მატჩს წინ ექსცესიც უძღოდა: მადრიდული გუნდის ავტობუსს, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუსკენ’’ მიემართებოდა, სტრიკერი გადაუხტა. საერთოდ, „რეალის’’ ფანებს უყვართ „ბუსიანა’’, რაც მათ ენაზე საყვარელი გუნდის ავტობუსის შეგებებას ნიშნავს. „ბაიერნთან’’ თამაშის წინ როგორც The Athletic-ის ჟურნალისტმა გილერმო რაიმ დაწერა (და ნაწერს ფოტოებიც დაურთო),...

მიქაუტაძეს იღბალი აკლდა
AS: „ჟორჟ მიქაუტაძე ბევრ ეპიზოდში მონაწილეობდა, მაგრამ იღბალი აკლდა. მან საგოლე მომენტებიც შექმნა და კარშიც დაარტყა, ოღონდ გოლი არ გავიდა’’. „ჟირონამ’’ „ვილიარეალს’’ 1:0 პაუ ნავაროს უიღბლობის ანუ ავტოგოლის დახმარებით მოუგო, რაც 45+1 წუთზე, ზედ შესვენების წინ მოხდა. ეს გახლდათ კატალონიელთა მეოთხე გამარჯვება ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში. სანაკრებო კვირეულის გამო ორივე გუნდს ორ კვირაზე მეტია არ უთამაშია, რამაც სავარაუდოდ მათ ფორმაზე...

1 ევროპული და 5 ფრანგული
ევროპაში საკლუბო თასების მერვედფინალი გაიმართა, ხოლო საფრანგეთში პრო დ2-ის 25-ე ტური შედგა. ჩელენჯ თასზე ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში – ერთბაშად 5! ჩემპიონთა თასი „ტულონმა“ სამხრეთაფრიკულ „სთორმერზს“ უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით აჯობა – 28:27. მიხეილ შოშიაშვილის კარიერა ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ნებისმიერს შეშურდება – 19 წლის მესამეხაზელმა ტოპ 14-ისა და საქართველოს ნაკრების შემდეგ ევროპის მთავარი...
![Kvara-2 თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/04/Kvara-2.jpg)
თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში უეფა-ს განვითარების თასზე პირველ მატჩში მასპინძელ ბულგარეთის ნაკრებს ხვდება. ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელსაც თავის ძმის, ხვიჩას მსგავსად, მაგარი გოლების გატანა ეხერხება.

ტრავმას ჩაბის აბრალებენ
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ფეხბურთელთა ტრავმების დიდი რაოდენობა გამოწვეულია ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მიერ ჩატარებული ცუდი მოსამზადებელი პერიოდით.. ამ სეზონში „რეალის“ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მათ შორის კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა, ტიბო კურტუამ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შედეგად კი ახალგაზრდული გუნდის ისეთმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან დავიდ ხიმენეს კორედორი და ტიაგო პიტარჩი, გუნდის ძირითადში დაიწყეს თამაში. ლა...

ფლეი ოფი საბრძოლოა
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ ორლეანს“ 112:108 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. გოგამ მოედანზე 16.15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა ქულით მეტი ჩააგდეს. სანდრო მამუკელაშვილის...

ჩომახიძემ მოგებით დაიწყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება. მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირ Danube Cup 2026-ის თასზე მიიღო. ჩვენმა გუნდმა სამივე თამაში მოიგო: ჯერ კანადას 17:11 მოუგო; შემდეგ ავსტრალია 17:9 მიაყოლა; ბოლოს კი, სლოვაკეთს 18:16 აჯობა და პირველობა იზეიმა. შეგახსენებთ, ჩომახიძის გუნდი, 7-9 აპრილს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის,...

უსუსური გუნდის მეკარე
„ლივერპულის’’ სათასო ოცნება მანჩესტერში დასამარდა ― „სიტისთან’’ 0:4 წააგო. ოთხიდან სამი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. პირველი პენალტი იყო. კიდევ ერთი გოლი ანტუან სემენიომ შეაგდო. სტუმართაგან მო სალაჰმა თავისი წილი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. ეს გახლდათ მეოთხედფინალი. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას „მანჩესტერ სიტი’’ განაგრძობს. ამ მწარე მარცხის შემდეგ არნე სლოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრაზე უნდა გადაერთოს. „მერსისაიდელებმა’’ აგრეთვე...

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან ლიგაში. მანამადე მათ სამივე შეხვედრა...

დემბელე: ლილთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე
2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელმა ოსმან დემბელემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში „ტულუზთან’’ ჩინებულად ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი იყო. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რომელთაც აქ გთავაზობთ. – გვითხარით თქვენი პირველი გოლის შესახებ, როგორ შეასრულეთ მარცხენა ფეხით ეს შესანიშნავი დარტყმა შორიდან? – ვფიქრობ, ათჯერ რომ ვცადო ასეთს მხოლოდ ერთხელ გავიტან. საბედნიეროდ, დღეს გამიმართლა. დავინახე,...

დემბელეს მერე
ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზი’’ 3:1 დაამარცხა, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოეწონა, ფრანგული მედია ორი გოლის ავტორმა ოსმან დემბელემ აღაფრთოვანა. სოლიდური სანახაობისა და ეფექტური დემბელეს წყალობით „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზს’’ 3:1 მოუგო და შემდეგ კვირას ცხრილის სათავეში გაატარებსო, დაწერა maxifoot-მა. ანგარიში მართლაც საოცარი დარტყმით დემბელემ 23-ე წუთზე გახსნა. 27-ეზე დანიელმა რასმუს ნიკოლაისენმა მატვეი საფონოვის...

