როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა

როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა

როჯერ ფედერერს შეუძლია გახდეს პირველი მეჩოგნე, ვისაც კარიერის განმავლობაში კორტზე 110 მილიონი დოლარი მოუნაგრავს. ამჟამად ყველაზე დიდი ფულის მშოვნელ კაც მეჩოგნეთა ჩამონათვალში პირველი ადგილი „დიდი მუზარადის“ 12 ტურნირის გამარჯვებულსა და ამქრის ყოფილ პირველოსან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უპყრია. 2016 წლის ივნისში ნოვაკმა პირველმა დალაშქრა 100-მილიონიანი თამასა და, იდაყვის ტრავმის გამო იძულებული რომ არ გამხდარიყო, სეზონი უკვე ივლისშივე დაესრულებინა, ეგებ, 110 მილიონსაც პირველი...

ფრენბურთი საქართველოში ლეგენდების თამაშია

ფრენბურთი საქართველოში ლეგენდების თამაშია

დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ვებ-გვერდს ვაწყობდით, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა. ბოლო დროს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირები ჩვენთან მრავლად ჩატარადა, მაგრამ სტატუსით ფრენბურთმა მაინც ბევრი დაჩრდილა. ფრენბურთში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ოლიმპიური ოქრო ვაჟა კაჭარავამ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1964 წელს ტოკიოში მოიგო; ფრენბურთში საქართველოს ვიქტორია რავა ჰყავს. მან ფრანგული „კანს“ ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი, ის კი...

ვექტორები

ვექტორები

ათადან და ბაბადან ასე იყო – ყველა საქმეს სწორი მიმართულბა სჭირდებოდა და თუ რამ გულყრა მომხდარა, ყველა არასწორი მიმართულების ან მიმართულების საერთოდ  არქონის გამო. პოლიტიკას, მათ შორის, საფეხბურთოსაც, არჩეული ადამიანები წარმართავენ და  ვინ როგორ მოირგო პიჯაკი, კაბინეტი და რეგალიები,  ცალკე საკითხია, დიდად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელიც, ოღონდაც, ახლა ამას გვერდი ავუაროთ და მიმართულების ამბები სხვაგვარად მიმოვიხილოთ. მათემატიკის სახელმძღვანელოებში ასე წერია: მიმართულ...

საქართველო – ილიასი

საქართველო – ილიასი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჩვენებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა და გუნდს, ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისკენ წაუძღვება. ილიას ზუროსი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა და თუ კი რამ, სადმე კალათბურთის ბურთი გათამაშებულა, ყველა შეჯიბრს დაესწრო. მისთვის საინტერესო რამდენიმე დეტალი და კალათბურთელის ვინაობა ჩაინიშნა და წუხელ შინ გაფრინდა, ჩვენ კი ამ წერილის დაწერისკენ გვიბიძგა.   ბერძნები მომთხოვნი...

არჩი და სხვა ამბები

არჩი და სხვა ამბები

სქოთების ნაკრები მსოფლიო თასის  ფინალურ ეტაპზე ვერ  გავიდა და მენჯერმა გორდონ სტრაჩანმა, წავედიო, იქაურმა ფეხბურთის ასოციაციამ კი უკვე დაიწყო ახალი მესაჭის ძებნა. ასეთი რამე ხშირად ხდება ხოლმე და თან ბევრ ქვეყანაში. თვითონ სქოთებიც, აგერ, მეოცე წელიწადი სრულდება მსოფლიო თასზე  ვერ მოხვედრილან და ამ დროის განმავლობაში ამ ნაკრებს შვიდი სრულუფლებიანი და ორი დროებითი მენეჯერი წვრთნიდა, ერთიც, სტრაჩანის გადაგომის შემედეგ, გამზადებულია, სანამ...

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე

ხან ბოსკამპს დავაბრალეთ ჩვენი ფიასკო, ხან ჟირესს, ტოპმიოლერს და კუპერს. ახლა ვაისს. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ. საშა ჩივაძეზეც კი, ორჯერ მესამეზე რომ გაგვიყვანა და არც სხვები იყვნენ ხურდა ბიჭები. ჰოო, შუშაკიც იყო, ერთი ისტორიული გამარჯვების გამო ივო…ივო…ივო… მონაგარისაც მადლობლები რომ ვიქნებით, მაგრამ მაინც, ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ფეხბურთელები? მუნდიალის მონაწილე ისლანდიელებს პირისპირის ამბავში ალალად გააბითურებენ! ქომაგები? ჯიგარს და ხმის იოგებს...

მოლაპარაკე ფაქტები

მოლაპარაკე ფაქტები

„ვხედავ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, კობა იქნება ეს თუ სანდრო, პრობლემა არის ლევან კობიაშვილი. პრობლემა არის რომ ფედერაციის პრეზიდენტი არის ლევან კობიაშვილი, თორემ მათი ანალიზი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არაადეკვატურია, რაც საწყენია ასეთი კომპეტენციის ადამიანებისგან…“ – რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის სიტყვებია, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა. გამარჯობა, ძვირფასო მკითხველო, მე „სარბიელის“...

ქართველების წასაკითხი კაცების საგა

ქართველების წასაკითხი კაცების საგა

საგების მწერალი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავწერდი დღევანდელი ისლანდიის ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელების, მათი მამა-პაპის და კიდევ იმათ წინაპართა ისტორიებს. ეს გულადი ხალხი მართლაც იმსახურებს ამას. საგა უძველესი სკანდინავიური თხზულებებია, რომლებშიც, სანამ მოქმედ პერსონაჟზე მოგვითხრობდნენ, ლამის ყველა მის წინაპარს ჩამოთვლიდნენ ხოლმე. ეს პატივსცემის ნიშანი გახლდათ საგვარეულოს მიმართ. განა არ არიან მაგრები?! აბა, რომელს ვიცნობთ პიროვნულად ფეხბურთში?! ალბათ, ევერტონელ გილფი სიგურდსონს, ფეხმარდ ბირკირ ბიარნასონს...

თანდართულები…

თანდართულები…

„90-იანები, გზის ფული, „სარბიელის“ ფული და თუ დაგრჩებოდა, ხაჭაპურის ფული… სულ სხვა რაღაც იყო, გაზეთი სულაც არ იყო მგონი… ან ჩემთვის არ იყო. „სარბიელი“ იყო და რაღაცას ბევრს სწავლობდი, ისრუტავდი, ბევრჯერ კითხულობდი… ვიღაცას რომ ათხოვებდი და თვალი სულ იქით გეჭირა, როდის დამიბრუნებსო – ის იყო. სხვანაირად რომ კეცავდნენ და ნერვები გეშლებოდა – ის იყო. ვარკეთილიდან თავისუფლებამდე ფეხით რომ წავსულვარ საყიდლად,...

აფრიკაში ვამთავრებთ…

აფრიკაში ვამთავრებთ…

აფრიკის გარდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ყველა კონფედერაციაში დამთავრდა. გაირკვა რუსეთში წამსვლელი ბევრი გუნდის ვინაობა, თუმცა დარჩა პლეი ოფი, რომლის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ რამდენიმე გუნდი გაირკვევა. მაშ, ასე: ევროპა A ჯგუფი           1.საფრანგეთი              10           7              2              1              18:6        23 2.შვედეთი        10           6              1              3              26:9        19 3.ჰოლანდია    10           6              1              3              21:12     19 4.ბულგარეთი 10           4             ...

მამუკა გორგოძე: არ მინდა წაგებული წავიდე

მამუკა გორგოძე: არ მინდა წაგებული წავიდე

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, წლეულს ჩვენმა სარაგბო ნაკრებმა რუმინეთთან წააგო და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო მაისის დასაწყისში მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა: მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა! საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ კაპიტანთან, სადაც მამუკა ამბობს: „არ მინდოდა, გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ...

გაისად ვაისი?

გაისად ვაისი?

დამთავრდა შესარჩევი შეჯიბრება. ახლა ის დროა ვიკითხოთ: ვაისი გამოგვადგა? რა ჯობს, დარჩეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუ წავიდეს? ამ კითხვაზე ჩემი მოკრძალებული პასუხი მარტივია: თუკი ვაისს რომ გავეყრებით მერე ვუისს შევეყრებით, მაშინ დარჩეს. რამდენი ხანია ჩვენში ერთსა და იმავეს ბჭობენ. ზოგი უცხოელ მწვრთნელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ქართველს. ერთი რომ ამბობს უცხოელებმა ფეხბურთი ქართველებზე უკეთ იციანო, მეორე პასუხობს, სამაგიეროდ ქართველები აქაურ ოხშივარში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]

წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29- ტურში „მეცი“ „მარსელს“ სტუმრობს და 1:2 მარცხდება. სტუმრების მხრიდან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

რევანში და მეოთხედფინალი…

რევანში და მეოთხედფინალი…

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩში თურქეთს 19:12 აჯობა და სუპერფინალში გასასვლელად ბრძოლას განაგრძოობს. ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ. მაშინ თურქებმა ერთი ბურთით მოიგეს, ახლა კი, რევაზ ჩომახიძის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო. ამჯერად თურქებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. თუმცა, საქართველომ ანგარიში დიდ შესვენებამდე გაათანაბრა, მერე კი, მეტოქე პირწმინდად...

maxifoot: ერთ წელიწადში ყველაფერი ყირაზე დააყენა

maxifoot: ერთ წელიწადში ყველაფერი ყირაზე დააყენა

ფრანგულმა საიტმა maxifoot გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რომლის ავტორი იუსეფ ტუაიტია წერს, რომ წმინდა ფინანსური კუთხით, ხვიჩა კვარაცხელია რეკორდსმენი არ არის. ის ქართველს ადარებს ფილიპე კოუტინიუს (160 მილიონი ევრო), ენცო ფერნანდესს (121 მილიონი ევრო) და ვირჯილ ვან დაიკს (84.65 მილიონი ევრო), მაგრამ დასძენს, რომ მისი ფენომენის ფულამდე დაყვანა შეცდომაა. ავტორის აზრით დღეს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გარემარბმა „პარი სენ...

კვარა კვირის გუნდში

კვარა კვირის გუნდში

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟემენის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა მეოთხედფინალურ მატჩში, რომლიც პსჟ-მ „ლივერპულს“ 2:0 მოუგო, ერთი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ამას გარდა კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. კვირის სიმბოლური ნაკრების გარდა, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაში კვირის საუკეთესო...

საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია

საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის ბოლო მატჩში სლოვენია 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს. ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი მეოთხედი 6:1 მოიგეს, რის შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში თურქეთთან 16:17 დათმო, შემდეგ კი, ბრაზილიას (12:12) პენალტების სერიაში 5:3 სძლია. შედეგად, რევაზ ჩომახიძის გუნდს ხუთი ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა. ჯგუფური...

ბითაძის ორმაგი

ბითაძის ორმაგი

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდომაც“ „მინესოტა“ 132:120 დაამარცხა, ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა. ამ მოგებით ფლორიდელებმა ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვეს. გოგამ პარკეტზე 21.44 წუთი გაატარა და გუნდს ორმაგი დუბლით შეეშველა – 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ჩვენებურმა 11-დან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა. მისი მოედანზე...

ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…

ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…

„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, შინ 2:0 მოუგო „ლივერპულს’’. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტუმრებმა მასპინძლებს პრობლემა შეუქმნეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც შესაბამისი ჯილდო მოედანზევე გადასცეს. მისი თამაში ასევე შეაფასეს სხვადასხვა გავლენიანმა საიტებმა და გამოცემებმა, თუმცა ყველა მათგანს ქართველი საუკეთესო ფეხბურთელად არ დაუსახელებია....

ეს ბიჭი სერიოზული მეკარეა, – დაწერა ინგლისურმა საიტმა

ეს ბიჭი სერიოზული მეკარეა, – დაწერა ინგლისურმა საიტმა

„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:2 წააგო და საპასუხო თამაშში რთული ამოცანის წინაშე დგას. ანგარიში მე-11 წუთზე დეზირე დუემ გახსნა, მეორე ტაიმის მე-20 წუთზე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გაიტანა. შეხვედრაში, რომელშიც მასპინძლებმა სტუმრები ყველა ასპექტში დაჩაგრეს, Liverpool Echo-მ მერსისაიდელთა გუნდში 7 ქულად მხოლოდ სამი ფეხბურთელის თამაში შეაფასა: გიორგი მამარდაშვილის, ჯო...

კვარაცხელია VS მამარდაშვილი 1:0

კვარაცხელია VS მამარდაშვილი 1:0

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში კი ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა. თავიანთ გუნდებში ქართველები საუკეთეოები იყვნენ. მამარდაშვილმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია, მაგრამ 65-წუთზე კვარას ვეღარაფერი მოუხერხა… პარიზელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და მეორე გოლი მამარდაშვილს სწორედ კვარაცხელიამ გაუტანა.  

წაუგებელი აღარავინაა

წაუგებელი აღარავინაა

ეროვნული ლიგის მე-6 ტური, წინამორბედის არ იყოს, ამჯერადაც ერთ დღეში ჩაეტია. ხუთივე მატჩი სამშაბათს, 7 აპრილს გაიმართა. ხუთიდან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამისდაკვალად, მათ 10 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „სპაერს“ გაუთანაბრდნენ, თან მათზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს. 8-ქულიანი „სამგურალი“ მესამე ადგილზეა. „სპაერი“ კიდევ ერთ დებიუტანტ „მეშახტეს“ უგოლოდ დაუზავდა, თუმცა თამაში საკმაოდ სანახაობრივი...

საუკეთესო

საუკეთესო

მიუნხენის „ბაიერნის“ მრავალნაცადი, 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ბავარიელთა და მადრიდის „რეალს“ შორის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მეკარემ ცხრა სეივი შეასრულა, რაც მისი საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2017 წლის შემდეგ. „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის მატჩი სამშაბათს 7 აპრილს გაიმართა. ბაიერნმა 2:1 მოიგო. საპაუხო მატჩი 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება.

უხუცესი გადრაიცვალა

უხუცესი გადრაიცვალა

რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ბუქრესტის საავადმყოფოში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ უხუცესი მწვრთნელი, ვისაც კი ქვეყნის ნაკრები გაუწვრთნია. როგორც ფეხბურთელი, ლუჩესკუ იცავდა ბუქარესტის „დინამოს“, „კორვინულისა“ და რუმინეთის ეროვნული გუნდის ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. მწვრთნელის რანგში მან რუმინეთის ნაკრები 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევრო 1984-ის ფინალურ ეტაპზე დააბრუნა და 1983 წელს ნაკრებში გიორგი ჰაჯის დებიუტის შესაძლებლობა მისცა. მისი ცხოვრების...