„რეალისა“ და „რაიო ვალეკანოს“ შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 4:1 დამთავრდა. „რაიოს“ მარჯვენა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა თამაში შეუცვლელად ჩაატარა.
ქართველის სტატისტიკა ასეთი იყო: კარისკენ დარტყმა – 3; მათგან კარის ჩარჩოში – 2; საგოლე მომენტების კოეფიციენტი – 0.47; შეხება მოწინააღმდეგის საჯარიმოში – 3; წარმატებული დრიბლინგი – 4 მცდელობიდან 0; ზუსტი პასები საჯარიმოში – 2/5 (40%); ზუსტი ჩაკიდებები – 1/4 (25%); ზუსტი პასები მეტოქის საჯარიმოსთან – 6/7 (86%); ზუსტი წინ პასები – 11/12 (92%); მოგებული დუელი დაცვაში – 1/6 (17%); მათგან მოგებული საჰაერო დუელი დაცვაში – 0/1; მოგებული ორთაბრძოლა დაცვაში 1/1 (100%); მეტოქე დრიბლინგით გაექცა – 2.
სხვადასხვა საიტმა წიტაიშვილს ასეთი შეფასება დაუწერა:
flashscore – 6.1; sofascore – 6.2; whoscored – 6.0; fotmob – 6.6
საკუთრივ შეხვედრის მსვლელობა კი ასეთი იყო: მე-14 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა კილიან მბაპემ; მე-17 წუთზე ალვარო კარერასმა მეორე გოლი გაიტანა; 35-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა მესამე შეაგდო; 51-ე წუთზე სერხიო კამელომ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 90+1 წუთზე მბაპემ შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 07:14პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე
სიახლეები15/10/2026 | 08:35ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათი – თვალის გადავლება
