„ნაპოლი“ ასი წლის გახდა, რასაც ნეაპოლში პიაცა პლებიშიტოზე დიდი ღონისძიება მიეძღვნა. საღამოზე სხვადასხვა გამომსვლელთა შორის იყო „პარტენოპეელთა“ ახლანდელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრიც, რომელმაც თქვა:
„აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. 30 წლის შემდეგ ისევ „ნაპოლიში“ ვარ (1997 წელს ის „ნაპოლის” ფეხბურთელი იყო). დრო დროს ცვლის, ხან კარგი პერიოდია და ხან ცუდი, მაგრამ ნეაპოლელები ყოველთვის ფეხზე დგებიან. დიდი ხნის ჩამოსული არ გახლავართ, მაგრამ პირველივე დღეებში აღმაფრთოვანა მათმა ფეხბურთის სიყვარულმა და ჟინმა. ამიტომაც, გულშემატკივარს მიზნების მისაღწევად საქმისადმი სერიოზულ მიდგომას და პროფესიონალიზმს ვპირდები. იმედი ვიქნიოთ, რომ აქ, ამ მოედანზე ყველანი ერთად ახალი ჯილდოების აღმართვას ვიზეიმებთ. იმედი ვიქონიოთ რომ რამდენიმე ტიტულსაც კი მოვიპოვებთ. ვინ იცის რა მოხდება. ჩემპიონთა ლიგა? „რა მშვენიერი სიტყვაა”, როგორც დიდი ტოტო ფილმ „სიღარიბე და დიდებულებაში“ ამბობს“.
ფილმში „სიღარიბე და დიდებულება” ლეგენდარული იტალიელი მსახიობის დამშეული პერსონაჟი ფელიჩიელო შოშამოკა ამბობს: „მზარეული, რა მშვენიერი სიტყვაა”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
