ანდრეა პირლომ თავად თქვა, რომ ის აღარ არის იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი. არადა, ორიოდ დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირლო ამ ვაკანტური თანამდებობის მთავარი პრეტენდენტი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალეს რუსულ ტოტალიზატორთან მისი კონტრაქტის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ.
ადრე, მწვრთნელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან სცადა თავისი პოზიციის ახსნა და განაცხადა, რომ მისი თანამშრომლობა რუსულ კომპანიასთან კომერციული იყო და არა პოლიტიკური. პირლომ მოგვიანებით ხელახლა გამოაქვეყნა თავისი პოსტი და დაამატა ერთი წინადადება.
„გუშინ საღამოს გავიგე, რომ აღარ ვარ იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი“, – დაწერა პირლომ სოციალურ ქსელში.
აქვე, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალდანიშნულმა სპორტულმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ულტიმატუმი წამოაყენა – არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
