საქართველოს ნაკრები 2 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თბილისში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე რუმინეთის ეროვნულ გუნდთან. რუმინეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს – მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეი ოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩამდე 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ…
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ კონფერენციის ლიდერი „დეტროიტ პისტონსი“ 119:108 დაამარცხა და ფლეი ოფის ზონაში ადგილი შეინარჩუნა. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 14.52 წუთი გაატარა. ჩვენიანმა ამ დროში 8 ქულის, 5 მოხსნისა და 2 ჩაჭრის მოგროვება მოასწრო. სანდრომ სამიდან ორი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა,…
მოხდა ის, რის საშიშროებაც დიდი ხანია არსებობდა და რის შესახებაც საუბარს „სარბიელი“ არასდროს მორიდებია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დომინაციას ტიერ 2-სა და კერძოდ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, წერტილი დაესვა. იმედია, დროებით, თუმცა დღეს ფაქტია – 17-გზის ჩემპიონმა ბორჯღალოსნებმა კვირას მადრიდში პორტუგალიელ „მგლებთან“ 17:19 წააგეს და ტიტულიც დაკარგეს. ეს ლოგიკურიც იყო – ადრე თუ გვიან, ფეხი რომ დაგიცდება…
„ჩელსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება. ეს ის არბიტრია, რომელმაც 29 იანვარს „პარკ დე პრენსზე’’ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა იმსაჯა „ნიუკასლის’’ წინააღმდეგ – 1:1. 46 წლის ვინჩიჩს ბედმა პსჟ-ს თამაშების გაძღოლა უკვე ხუთჯერ არგუნა. გასულ სეზონში მას მას ერგო პარიზელთა ორივე შეხვედრა „არსენალთან’’, როგორც ჯგუფურ ეტაპზე („არსელანმა’’…
„ტულუზმა’’ მოგების გარეშე გავლილი ექვსთამაშიანი სერია „მეცთან’’ დაასრულა – გამარჯვება 90+9 წუთზე მოიპოვა, როდესაც შეხვედრაში ექვსი გოლი უკვე გასული იყო. სამი გიორგის გუნდს ახლა უკვე 14 ტურია თამაში არ მოუგია და სავარაუდოდ ლიგა 1-ში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს. სამი გიორგიდან „ტულუზთან’’ მოედანზე ორი ვიხილეთ: წიტაიშვილი თავიდან ბოლომდე, ხოლო აბუაშვილი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ქვილითაია განაცხადში არ…
63 წლის კატალონიელი იურისტი ჟოან ლაპირტა ი ესტრუჩი 2031 წლამდე „ბარსელონას’’ პრეზიდენტი იქნება. არჩევნებში, რომელიც 15 მარტს გაიმართა მას ხმა კლუბის წევრთა 68.18%-მა მისცა. მეორეზე გავიდა ვიქტორ ფონტი – 29.52%. ბიულეტენების გარკვეული ნაწილი „შემოუხაზავი’’ იყო. იმისათვის, რომ ლაპორტას პოპულარობაზე ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ახლანდელი არჩევნების შედეგები 2021 წლისას შევადაროთ. ხუთი წლის წინ ლაპორტამ ხმათა 54.28% მიიღო,…
უამრავი შეცდომის გამო საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან 17:19 წააგო. პირველი ტაიმი საქართველომ 12:3 მოიგო, თუმც შესვენების შემდეგ მოედანზე თითქოს სხვა გუნდები იყვნენ. პორტუგალიელები უფრო სწრაფად ათამაშდნენ. სამი საჯარიმო და ერთი ლელო გაგვიტანეს. რაზეც მხოლოდ ერთი ლელოთი ვუპასუხეთ. ლობუშებს ოდნავ რომ გამართლებოდათ, უფრო დიდი სხვაობით მოიგებდნენ. პორტუგალიამ მეორედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონტი. საბოლოო…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes