Breaking News

Day: January 13, 2026

მეორე მარცხი ბელგრადში

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა – 7:18. მეტნაკლებად დაძაბული მხოლოდ პირველი პერიოდი იყო, რომელიც ხორვატებმა 3:2 მოიგეს; დანარჩენი მეოთხედები პირწმინდად წავაგეთ. ყველაზე ცუდი, ბერძნებთან შეხვედრის არ იყოს, ისევ მეორე მეოთხედი გამოგვივიდა. ბალკანელებს მოგება არ გასჭირვებიათ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა ასეთია: რაზმაძე (1 გოლი), ტყეშელაშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე…

Read more

შეუჩერებელნი

მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო თასების ჯგუფური ეტაპი განახლდა და ჩელენჯ თასზე ჩვენი „შავი ლომის“ ისტორიული ბონუსიანი გამარჯვებითაც გავიხარეთ. ჩემპიონთა თასი ევროპის მთავარი ევროთასის მესამე ტურში სამიოდე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ძმანაშვილი თავისი „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა „ვულკანები“ საშინაო მატჩში „გლაზგო უორიორზთან“ 21:33 დამარცხდნენ და შოტლანდიელებს პლეი-ოფის მონაწილეობა გაუნაღდეს, თავად კი წინსვლის ყოველგვარი შანსი…

Read more

ვინ არის რეალის ახალი მწვრთნელი?

„მარკა’’ წერს, რომ „რეალში’’ კარგა ხანია იციან, თუ რა ჰქვია ადამიანს, რომელსაც სრულიად ენდობიან და მზად არიან ყმაწვილთა აკადემიიდან დიდი გუნდის მწვრთნელად გადაიყვანონ. ამ კაცს მადრიდში ახალ ზიდანს უწოდებენ, სინამდვილეში კი ალვარო არბელოა ჰქვია. ფლორენტინო პერესი და კლუბის სხვა ხელმძღვანელები მასში ხედავენ გამარჯვებათა მანქანას, რაც თვით რაულში ვერ დაინახეს. ის, რასაც არბელოამ ხუთ თვეში მიაღწია…

Read more

მამარდამ ითამაშა, ლივერპულმა მოიგო

„ლივერპულმა’’ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ოცდამეთორმეტედფინალში  ლიგა ერთის ანუ ქვეყნის მესამე დივიზიონის მეჩვიდმეტე გუნდ „ბარნსლის’’ 4:1 მოუგო და მეთექვსმეტედფინალში გავიდა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო საინტერესო, რომ მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. თავიდან დომინიკ სობოსლაიმ და ჯერემი ფრიმპონგმა „ლივერპული’’ ორი ბურთით დააწინაურეს. შემდეგ, შესვენებამდე 5 წუთით ადრე სობოსლაი უხეშად შეცდა, რითაც ისარგებლა ადამ…

Read more

კვარა საუკეთესო იყო, მაგრამ პსჟ გავარდა

„პარი სენ ჟერმენი’’ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალიდან გავარდა, კარის მეზობელმა „პარიზმა’’ გააგდო – 1:0. ამ გუნდებმა ლიგა 1-ში სულ ცოტა ხნის წინ, 8 იანვარს ითამაშეს და პსჟ-მ 2:1 მოიგო. „პარიზმა’’ მრისხანე მეტოქესთან ზედიზედ ორი მარცხი იუკადრისა და შეხვედრა ამბიციური ტაქტიკით დაიწყო, დაცვაში კი არ ჩაჯდა, მაღალი პრესინგს მიმართა.  ლუის ენრიკეს გუნდს მომენტები მრავლად ჰქონდა, მაგრამ ვერ…

Read more