ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა – 7:18. მეტნაკლებად დაძაბული მხოლოდ პირველი პერიოდი იყო, რომელიც ხორვატებმა 3:2 მოიგეს; დანარჩენი მეოთხედები პირწმინდად წავაგეთ. ყველაზე ცუდი, ბერძნებთან შეხვედრის არ იყოს, ისევ მეორე მეოთხედი გამოგვივიდა. ბალკანელებს მოგება არ გასჭირვებიათ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა ასეთია: რაზმაძე (1 გოლი), ტყეშელაშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე...
ჭდე: ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში
სენსაცია ვერ გადავლახეთ
ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე 5-8 ადგილებისთვის საქართველოს ნაკრებს ოთხეულში ყველაზე სუსტი, საფრანგეთის ნაკრები ერგო, რომელიც მეოთხედფინალში სენსაციურად მას შემდეგ გავიდა, რაც სერბეთს სძლია. ჩვენებს ევროპირველობაზე ფრანგებისთვის ერთხელ უკვე მოეგო, მაგრამ ამჯერად ვერაფერს გახდა და 5:7 დამარცხდა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ დაცვაში კარგად ვირჯებოდით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ცუდი იყო შეტევა, არ ჩანდა კომბინაციები, ვერ...
წყალი, ბურთი და ერთი შანსი
ახლახანს, ბუდაპეშტში, წყლაბურთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა რომ დადებითად შეფასდა უკვე ითქვა და დაიწერა. ქართველმა წყალბურთელებმა, კონტინენტის პირველობაზე მეოთხედ იასპარეზეს და ყოველ ჯერზე უკეთესი შედეგით გამოირჩნენ. რევაზ ჩომახიძის შეგირდებისგან ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების დამარცხება სპეციალისტების მხრიდან სენსაციად შეირაცხა, რამაც საქართველოს ნაკრებს საუკეთესო 12 გუნდში გაუკვალა გზა. ქართველმა წყალბურთელებმა საბოლოოდ ტურნირი მეათე ადგილზე დაასრულეს...
საქართველომ საფრანგეთი ჩაძირა
პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ბუდაპეშტში დაწყებულ ვაჟ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს დაძაბულ ბრძოლაში 9:7 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი გარანტირებულია. წყალბურთის ქომაგებს, ალბათ, შეხსენება არ სჭირდებათ, რომ წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც საფრანგეთის გარდა თავი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა იტალიამ და საკმაოდ ძლიერმა...



